fbpx

საყვარელი ფერი და ადამიანის ხასიათი

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

როგორც ჩანს, ადამიანის საყვარელი ფერის მიხედვით შესაძლებელია მისი ხასიათის შტრიხების განსაზღვრა. გსურს, შეიმეცნო რაღაც ახალი საკუთარი თავისა, თუ სხვის შესახებ? მაშინ, ეს შენთვისაა!

შავი

მას იშვიათად ჰყავს მიმდევრები. ადამიანი, რომელიც ირჩევს ამ ფერს, ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის და სავსეა ცეცხლითა და ვნებით. ეს ბუნტისა და სტიქიის ფერია, მაგრამ ეს არ არის ნებაყოფილობითი გრძნობები, არამედ სხვა ადამიანებისა და მდგომარეობების მიერაა შთაგონებული.

ამ ფერის მოყვარულს ყოველთვის არ შესწევს უნარი, სწორად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, რის გამოც ხშირად მარცხდება და ძალიან განიცდის. მის ცხოვრებაში ინტიმურობა წარმმართველ როლს თამაშობს. მისი დევიზია: გიყვარდეს და იყავი სასურველი! მიზნის მიუხედავად, ის ყოველთვის პირდაპირ მოძრაობს. მასთან ურთიერთობისას, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ მას უკონტროლო ემოციები აქვს, რის გამოც ხშირად იწყებს ,,საქმის გარჩევებს,,.

ნაცრისფერი

ამ ფერის მოყვარულს ყველაზე რთული პრობლემების მოგვარება შეუძლია. ერკვევა ზუსტ მეცნიერებებსა და ტექნიკაში. ზოგადად, მუქი ნაცრისფერი – განწმენდის ფერია. ის ჩნდება ჩვენს სიზმრებში ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევისა, თუ სასიყვარულო გაუგებრობების მოგვარების დროს. მას საოცრად უყვარს წესრიგი. თითოეულ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი, როგორც ცხოვრებაში, ასევე აზრებში. შესაძლოა ზოგჯერ უჟმური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ რთულ სიტუაციაში, აუცილებლად დაგეხმარებათ! ის ხელოვანი სულის მქონე პიროვნებაა და ბევრი მიმართულებით აღწევს მწვერვალს. ინტიმურ ურთიერთობებში საოცრად გახსნილია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად პრობლემები აფრთხობს და ყველანაირად ცდილობს გაექცეს, თავი აარიდოს მათ.

ყავისფერი

ამ ადამიანს გაწონასწორებული ხასიათი აქვს. ცდილობს გააზრებულად მოიქცეს. არ უყვარს ხმაური და მარტოობასა და სიჩუმეს ამჯობინებს. ურთიერთობებში ახასიათებს სიმკაცრე, ცხოვრებაში-სიმტკიცე და ზომიერება. მას უყვარს ძალაუფლება და ისწრაფვის მისკენ. მისთვის უმთავრესია, მყარად და ძლიერად იდგეს მიწაზე. ასეთი პიროვნება, რა თქმა უნდა, იშვიათად იმსახურებს გარშემომყოფების სიმპათიებს, მაგრამ რთულ სიტუაციებში მასზე დაყრდნობა თავისუფლად შეგიძლიათ. ადვილად უმკლავდება პრობლემებს და თუ რამე დაისახა მიზნად, აუცილებლად მიაღწევს!

მწვანე

ჯიუტი და შეუპოვარია, ხოლო ოქროსფერთან ერთად – წარმატებული ბიზნესმენების ფერია! მწვანეს მოყვარული ადამიანი ყოველთვის მატერიალური სტაბილურობის მოპოვებას ცდილობს. ჩაკეტილი ნატურაა, რომელიც სხვათა ენერგიას ახშობს. საკუთარი თვისებების წყალობით მას, როგორც სულიერი, ისე მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლია. ახლობელ ადამიანებში დაცულობის განცდას იწვევს. პირადი (და სექსუალურიც!) ცხოვრება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცხოვრებისეულ წარუმატებლობას ძლიერ განიცდის. შესწევს უნარი, გადალახოს ნებისმიერი სიძნელე. მის მოსაზრებებზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ უდიდესი მოთმინებითა და დიპლომატიითაა შესაძლებელი.

წითელი

ამ ფერის მოყვარული ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად, მგზნებარე და ცეცხლოვანია. უყვარს ლიდერობა და მშვენივრადაც გამოსდის, თუ, რა თქმა უნდა, არასასურველი ემოციებისა და უზომო ამბიციების მსხვერპლი არ გახდება. იშვიათად აწუხებს სინდისის ქენჯნა. არავითარ შემთხვევაში უსაყვედუროთ მას წვრილმანებზე, რადგან ეს მასში გაღიზიანებას გამოიწვევს და მაინც არ აღიარებს თავის დანაშაულს! კიდევ, მას უყვარს სიცოცხლე და ხშირად გამოსდის კიდეც დასახული მიზნების სისრულეში მოყვანა. წითელი- უგუნური ვნების ფერია. მას შესაძლოა ჰქონდეს ბევრი გატაცება, ჰობი, მთავარია, მისი ცხოვრება რისკთან იყოს კავშირში – ნადირობით დაწყებული-ავტორბოლით დასრულებული. თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულმა სფეროებმა დააინტერესოს.

იისფერი

ამ ფერის მოყვარული ადამიანი არაჩვეულებრივი ბუნების პატრონია. ისწრაფვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, უყვარს სიურპრიზები. შესაძლოა, „მძინარედ” მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღრმეში, ის ფრენაზე, ფრთების ქონაზე ოცნებობს, რათა რაც შეიძლება მაღლა აფრინდეს. უყვარს ინტელექტუალური ურთიერთობები და სხვათაშორის, უმეტესად ეს ყოფნის კიდეც. ისეთი ინტელექტის პატრონია, რომ მის გვერდით მყოფ ბევრ ჩვეულებრივ ადამიანში დაძაბულობას იწვევს. მას იზიდავს ყველაფერი იდუმალი, ამოუცნობი და ცდილობს, ამ ყველაფერს გასაღები უპოვნოს. უყვარს უკიდურესი სიჩქარე და არ ეშინია საფრთხის.

ვარდისფერი

ცხოვრობს ოცნებების სამყაროში. ოცნებობს ამაღლებულ სიყვარულზე. მშვიდი და მოშვებულია. უყვარს კომფორტი და მყუდროება. არც თუ ისე იშვიათად სინამდვილეს „ვარდისფერი სათვალეებით” უყურებს, ამდენად, სიმშვიდე მისი მეორე „მეა”. მკაცრ რეალობასთან შეჯახებამ მას შესაძლოა მიზნისკენ მიმავალი გზა დააკარგვინოს. ხშირად გარშემომყოფებს იმედს უცრუებს, რადგან ზედმეტად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ უსიამოვნებებისა და ცხოვრებისეული ბობოქარი პერიოდების დასრულებისთანავე, მომენტალურად წყნარდება. უფრო მეტს ჰპირდება, ვიდრე შეუძლია გააკეთოს. მისი გეგმები ხშირად ილუზორულია.

ყვითელი

ძლიერი ნებისყოფისა და სულის პატრონია. თავისი არსით ლომია, რომელსაც უნარი შესწევს თავისი ძალა და ნებისყოფა მიმართოს იქით, სადაც უფრო ეფექტური იქნება. წარმატებულია როგორც მეცნიერებაში, ასევე სხვა დარგებშიც, თუნდაც კამერის წინ. მას შეუძლია ბევრი მუშაობა, თუმცა ბრწყინვალე დასვენებაც გამოსდის, როგორც მარტოს, ისე სხვა ადამიანების გარემოცვაშიც. გახსნილი ადამიანია, მისი ცხოვრება სავსეა კაშკაშა გამონათებებით. ის ჭკვიანია, მგრძნობიარე და მთელი თავისი არსებით ორიენტირებულია ბედნიერებაზე. სულგრძელი პიროვნებაა და გარშემომყოფები შესანიშნავად ამჩნევენ მის ამ თვისებას, ამიტომ ეტანებიან მას. ფლობს გარე სამყაროს შეცნობის უნარს და ცოდნას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებს. მომთმენი და შეუპოვარია. გასაგები მიზეზების გამო, ამ ადამიანების ხშირად შურთ.

ცისფერი

თუ ადამიანს უყვარს ეს ცის, ან სამხრეთული ზღვის ფერი, მას უყვარს მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება. ეს შემეცნებითი ბუნების ადამიანია. ცისფერი მსახიობების (არ არის აუცილებელი პროფესიით!) ფერია. ამ ადამიანებს უყვართ ცხოვრება, მასში ლამაზი როლის შესრულება, იზიდავთ წარმატება და ადვილადაც აღწევენ მას. ისწრაფვიან აღიარებისკენ. არ უყვართ მარტოობა. ისინი კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან, უყვართ გაცემა, მაგრამ იგივეს ითხოვენ სხვებისგანაც.

თეთრი

კარგად აქვს განვითარებული წარმოსახვის უნარი. მას შეუძლია იცხოვროს ისე, რომ საკუთარ თავში ლამაზი ზღაპარი ატაროს. ტოვებს ზღაპრული პრინცესის (პრინცის) შთაბეჭდილებას და ეძებს მას თავდაუზოგავად. მის ნატურას ორი უკიდურესობა ახასიათებს: შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა მძიმე წუთებში, მაგრამ, ამასთან, სხვისი პრობლემებისგან თავს შორს იჭერს. მეოცნებეა. თუ ცხოვრებაში რამე არ აწყობს, გაურბის სიძნელეებს, ხმაურს და მარტოობას ამჯობინებს.

წყარო: meganews.ge

Prepare for the Microsoft MB2-704 Practice Test Online Store ,
Real The Open Group OG0-091 Real Exam Is What You Need To Take ,
High Success Rate Cisco 642-996 Real Exam With Accurate Answers ,
Best Quality VMware 1V0-601 Study Guides Will Be More Popular ,
Free Download Real Microsoft 98-364 Qs&As Is The Best Material ,
Latest Isaca CRISC Certification Exam For Download ,
First-hand Oracle 1Z0-062 Certification Exam Sale ,
Sale Latest Release Microsoft 70-980 Exam Guide 100% Pass With A High Score ,
Find Best Cisco 300-085 Test Software Is Updated Daily ,
Latest Release CompTIA 220-901 Braindump With Low Price ,

მსგავსი სტატიები

Leave a Comment