fbpx

პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ავტორი ჟოლო
2,312 ნახვა

მეხსიერებას ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა ყოველდღიური შესრულება საგრძნობლად გააუმჯობესებს მეხსიერებას:

1. დახუჭეთ თვალები, დაასახელეთ რიცხვი და გამოთვალეთ მასზე ათით ნაკლები და ათით მეტი.

2.ზეპირად გადაამრავლეთ, გაყავით, შეკრიბეთ ან გამოაკლეთ ერთმანეთს ორი და სამნიშნა რიცხვები.

3. მეხსიერებას ააქტიურებს რაიმე ახლის, აქამდე უცნობის შესწავლა. მაგალითად, უცხო ენის ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის. სწავლა არასდროს არის გვიან. შეგიძლიათ, დაიზეპიროთ საყვარელი ლექსები ან ამონარიდები პროზაული ტექსტებიდან, მერე კი ხმამაღლა წაიკითხოთ – ლექსიკურ მარაგსაც გაიმდიდრებთ, მეტყველებასაც დაიხვეწთ და მეხსიერებასაც გაიუმჯობესებთ.

4. გაიმეორეთ ანბანი, თითოეულ ასოზე მოიფიქრეთ სიტყვა. თუ რომელიმე ასო დაგავიწყდათ ან შესაბამისი სიტყვა ვერ გაიხსენეთ, ნუ შეყოვნდებით – აქ მთავარია ტემპი.

5. აიღეთ ანბანის ნებისმიერი ასო და დაასახელეთ 20 სიტყვა, რომელიც ამ ასოზე იწყება.

6. საწოლში, ძილის წინ, მთელი დღე წარმოსახვით უკან “გადაახვიეთ”. გაიხსენეთ ყველა დეტალი, რაც დღის განმავლობაში დაგამახსოვრდათ. ამ დროს ერიდეთ შეფასებას. ემოციური დამოკიდებულების გარეშე, უბრალოდ, ჩამოთვალეთ, რა მოხდა.

წყარო: aversi.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment