ვულკანის ამოფრქვევა ერთ–ერთი ყველაზე საშიში და მრისხანე გამოვლინებაა ბუნების
ძლევამოსილებისა. ცხელი ლავა და მომწამვლელი კვამლი გარემომცველი ლანდშაფტიდან
ტოვებენ მხოლო რუხი ფერფლის გროვებს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზად
შეხვდებათ და ამიტომ ადვილი გასაგებია, თუ რატომ თვლიდნენ ვულკანის ამოფრქვევას
უძველესი ცივილიზაციები ღმერთების მრისხანების ნიშნად.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ იშლება სურათი ვულკანის ამოფრქვევისა. რომელი ფრაზა
გამოხატავს ყველაზე მეტად თქვენს აზრებს, რომლებიც დაგეუფლათ ამ სანახაობის დროს?
- იქნებ ამ გზით ბუნება ცდილობს გაგვაფრთხილოს, რომ შევწყვიტოთ დედამიწის
განადგურება. - ვფიქრობ წნევა შიგნით გახდა ძალიან მაღალი
- უხ შენი, აი სანახაობაც ამას ჰქვია! გაოგნებული ვარ!
- ესეთი რაღაცეები ხომ ხშირად ხდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა. დიდი არაფერი.
გასაღები ტესტისთვის „დიდი აფეთქება“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
აზრები, რომლებიც გაგიჩნდათ ვულკანური ამოფრქვევის დანახვისას, დაკავშირებულია
იმასთან, თუ როგორ რეაგირებთ სხვა ადამიანების, განსაკუთრებით უფროსის
მძვინვარებაზე. ჩვენ ყველა პერიოდულად ვვარდებით სიტუაციაში, როცა შეფი, მასწავლებელი, მწვრთნელი, მშობელი თუ კოლეგა ძალიან გაღიზიანებულია და ბრაზს ჩვენზე ანთხევს. მოცემული სცენარი ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ უმკლავდებით მსგავს სიტუაციებს.
1.იქნებ ამ გზით ბუნება ცდილობს გაგვაფრთხილოს, რომ შევწყვიტოთ დედამიწის
განადგურება.
თქვენ იცით, როდის ხართ პასუხისმგებელი სხვების სიბრაზეზე და მზად ხართ მიიღოთ
ბრალდებები. ასეთი საღი დამოკიდებულება საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ და
მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიძლება თქვენი მიზეზით წარმოიშვას.
2.ვფიქრობ წნევა შიგნით გახდა ძალიან მაღალი.
თქვენ ყოველთვის მთლიანად სხვაზე გადაგაქვთ პასუხისმგებლობა ნებისმიერ პრობლემაზე.
ბოლოს და ბოლოს თქვენ რომ ფიქრობდეთ, თითქოს რამეს არასწორად აკეთებთ, მაშინ ხომ
არც გააკეთებდით ამას?
3.უხ შენი, აი სანახაობაც ამას ჰქვია! გაოგნებული ვარ!
კრიტიკას და მრისხანების გამოხატულებებსაც თქვენ აღიქვამთ ძალზე პოზიტიურად, თუმცა
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის ადვილია ამის გაკეთება. ეს პოზა ემსახურება
უფროსების კეთილგანწყობის მოპოვებას მომავალში, როცა უკვე მათ აღარც კი ეხსომებათ,
თუ რისთვის გიყვიროდნენ.
4.ესეთი რაღაცეები ხომ ხშირად ხდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა. დიდი არაფერი.
ძლიერი სიტყვებია. ტირადები და მკვეთრი კრიტიკა არ ახდენენ თქვენზე არავითარ
შთაბეჭდილებას, ალბათ იმიტომ, რომ თქვენ მათ არ უსმენთ. მართალია ეს მეთოდი
გაძლევთ საშუალებას გადაიტანოთ ნებისმიერი უთანხმოება ნაკლები სტრესით, მაგრამ ამავე
დროს რისკავთ იმით, რომ ვერასდროს ვერაფერს ისწავლით საკუთარ შეცდომებზე.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ