fbpx

5 წესი ერთგულებისა და ოჯახის სიმყარისთვის…

ავტორი Ann
75 ნახვა

წყვილის ურთიერთობაში ნდობა და ერთგულება ძალიან ძვირფასი ცნებებია. ვალდებულება ორივე მხარეს აკისრია და იმისთვის, რომ თვალი სხვისკენ არ გაგექცეთ საჭიროა მუდამ საინტერესო იყოთ ერთმანეთისთვის. გაითვალისწინეთ 5 რჩევა, რათა შეინარჩუნოთ პარტნიორის ერთგულება:

 

1.შეხედეთ პარტნიორს ვარდისფერი სათვალით – პარტნირის ერთგულების შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი პირობა პოზიტიური „ილუზიებია“. თქვენ გაცილებით უკეთესად და რომანტიკულად უნდა აგრძნობინოთ მას თავი, ვიდრე თავად ჰგონია. აგრძნობინეთ, რომ ის არის რომანტიკული, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, ერთგული და ნახავთ, რომ ის ნამდვილად ასეთი იქნება.

 

2.ალტერნატიული პარტნიორებით ნაკლებად დაინტერესდით – გააკეთეთ შედარებები და აღნიშნეთ, რომ თქვენი პარტნიორი გაცილებით უკეთესია, ამით მას თვითშეფასებას აუმაღლებთ და თქვენი მადლობელი იქნება.

3.გაზარდეთ დისტანცია – ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ადამიანები აზრებით ახლოს არიან ერთმანეთთან, დიდია მათი ფიზიკურად ერთად ყოფნის შანსიც. შესაბამისად, როდესაც შეყვარებული ვართ, ჩვენი გონება ავტომატურად იჭერს დისტანციას ადამიანებთან, რომლებსაც მოვწონვართ.

 

4.თავი აარიდეთ მატყუარებს – თუ ადამიანი მატყუარაა მისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ კარგად დაუკვირდით. კვლევების თანახმად მამაკაცები, რომლებიც ძალიან მამაკაცურად იქცევიან უმეტეს შემთხვევაში მატყუარები არიან, ხოლო სასიამოვნო საურთიერთო მამაკაცებს შეგიძლიათ ენდოთ.

 

5.გქონდეთ მეტი სექსი – ერთგული პარტნიორის შესანარჩუნებლად ეს ერთ-ერთი გზაა. კვლევების თანახმად მამაკაცებს, რომელთა პარტნიორებს ბევრი მამაკაცი თანამშრომლები ჰყავდათ გაცილებით ხშირად ჰქონდათ სექსი საყვარელ ქალთან, რათა მას სხვა მამაკაცის მიმართ ლტოლვა არ გასჩენოდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment