„მე შენ მიყვარხარ“ ის ფრაზაა, რომელიც საყვარელ ადამიანს ხშირად უნდა უთხრათ, თუმცა არსებობს ფრაზები, რომლებიც ზოგჯერ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ფრაზა.
1.“მინდა წარმატებული იყო“ – მარტივად ჯღერს არაა? ფიქრობთ მართლაც გინდათ თქვენი საყვარელი ადამიანი წარმატებული იყოს? თუმცა ალბათ იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ამ შემთხვევაში მას თქვენთან ყოფნისთვის ნაკლები დრო ექნება, გაიცნობს ბევრ წარმატებულ ადამიანს და იტრიალებს საინტერესო წრეში. და მაინც გინდათ ის წარმატებული იყოს? თქვენ ნამდვილი წყვილი ხართ!
2.“წარსული წარსულია“ – ცხოვრებაში ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. სიყვარული შეცდომას არ გამორიცხავს და ალბათ საყვარელი ადამიანისთვისაც ხშირად გვიტკენია გული. მთავარია შევძლოთ დავიწყება და ვაგრძნობინოთ, რომ წარსული მნიშვნელოვანი აღარ არის.
3.“მიყვარს საკუთარი თავი“ – ორი ადამიანის წარმატებული ურთიერთობის საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ უყვარდეთ საკუთარი თავი. როდესაც თქვენ პატივს სცემთ და გიყვართ საკუთარი თავი მიმზიდველი ხართ სხვებისთვისაც.
4.“ჩვენ ამას შევძლებთ!“ – შეყვარებული ადამიანებისთვის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია. აგრძნობინეთ მას, რომ მზად ხართ მასთან ერთად ყველაფერი გააკეთოთ.
5.“მადლობა“ – გააკეთა თქვენთვის რაიმე? გადაუხადეთ მადლობა. არავინაა ვალდებული თავს დაგტრიალებდეთ, მათ შორის არც საყვარელი ადამიანი. ამიტომ აგრძნობეთ, რომ აფასებთ რასაც თქვენთვის აკეთებს.