fbpx

სიყვარული ათავისუფლებს

ავტორი ჟოლო
318 ნახვა

* ეგო – ფიქრობს როგორ მიიღოს;
* სიყვარული – ფიქრობს როგორ გასცეს;
* ეგო – აცალკევებს და ჰყოფს;
* სიყვარული – აერთიანებს და ამრავლებს;
* ეგო – იპყრობს;
* სიყვარული – ათავისუფლებს.

თუ გიყვართ ნუ იფიქრებთ მიღებაზე, უფრო სწორად გაეცით,
თუ გიყვართ ნუ იფიქრებთ რა განგასხვავებთ, უფრო სწორად იფიქრეთ იმაზე, რაც გაერთიანებთ,
თუ გიყვართ ნუ შებოჭავთ, უფრო სწორად გაუშვით ხელი – ის რაც გიყვართ, მასაც უნდა უყვარდეთ და თუ მართლა უყვარხართ, მას შებოჭვა და ჩაკეტვა არ სჭირდება, იმიტომ, რომ ის თქვენგან არასდროს წავა.

*

როგორც ჩემი პაპაჯი იტყოდა:
* თუ თქვენს გონებაში სიმშვიდეა, მაშინ ყველგან სიმშვიდეს იპოვით,
* თუ თქვენი გონება შფოთავს, ყველგან შფოთვის მიზეზს დაინახავთ.

*

მხოლოდ ის ადამიანები მოქმედებენ თქვენზე, რომლებიც გიყვართ ან გძულთ, რადგან ორივე შემთხვევაში თქვენ ზემოქმედების ძალა თქვენი სიყვარულით ან სიძულვილით უკვე მინიჭებული გაქვთ მათთვის.

*

როგორც ჩემი ინდოელი მეგობარი იტყოდა,
„ძალა მხოლოდ მაშინ გჭირდებათ, როცა რაღაც უნდა დააზიანოთ ან დაანგრიოთ, სხვა შემთხვევაში რაიმეს გასაკეთებელად მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გჭირდებათ“.

სიყვარული ყოველთვის არის როგორც მზე, უბრალოდ ზოგჯერ დედამიწის ტრიალიდან გამომდინარე „მზე ჩადის“, თუმცა მერე ისევ ამოვა, რადგან ეს ბუნების კანონია.

*

კი, არც ბნელში ყოფნაა იოლი, მაგრამ სინათლეში ყოფნა გაცილებით ძნელია. იმის მიუხედავად რომ ეს ძნელია და იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში – დარჩით სინათლეში. მითუმეტეს, რომ არ იცით ხვალინდელი დღე – რას მოგიტანთ და რით გაგახარებთ.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment