მომინდა დამეწერა მადლიერებაზე და მიტევებაზე ერთდროულად.
მადლობა ზურგს უკან, წარსულში დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანი ვთვლიდი დამნაშავეებად ჩემს უბედურებებში, ტანჯვაში და არშემდგრობაში…
მხოლოდ, 41 წლის ასაკში მივხვდი რა როლი ჰქონდათ მათ!
მადლობა
– უსუსურობი გრძნობასს, რადგან შიგნით ჩამახედა და მაპოვნინა მთელი სამყარო.
– „ბოროტ“ ადამიანებს – მათი წყალობით გავძლიერდი.
– პრობლემებს – შედეგად მივიღე სიბრძნე, აუცილებელი გამოცდილება.
…ყველაფერმა ერთად მასწავლა, საკუთარი თავის
მოსმენა,
სამყაოს ნდობა,
პატიება,
გაშვება…
…………..
უთხრა მადლობა და გაუშვა ის ყველაფერი რაც ზურგს უკან დარჩა, არ არის ადვილი – არასასიამოვნოა, მტკივნეული.
მაგრამ მან დანამდვილებით დამანახა რა არის უფრო მნიშვნელოვანი.
გამარჯობა, უპირობო სიყვარულო!
გამარჯობა, თავისუფლებავ!
თამარ კვარაცხელიას პერსონალური ბლოგი
პიროვნული ზრდის სამყარო