ქოუჩსა და “სამასმეერთე მილიონერის” ავტორს თამარ საგინაშვილს “ჟოლოს” მკითხველი კარგად იცნობს. ის ხშირად გვიზიარებს იმ სასარგებლო ქოუჩ ტექნიკებს, რაც ყოველდღიურობის “დალაგებას”გვასწავლის და ჩვენთვის “გადაუჭრელი პრობლემების” გადალახვას გვიადვილებს...
მისი ცხოვრების ის ისტორიები კი, რომელიც 46 წლიდან იწყება არის იმის ნათელი მაგალითი, რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიან.

თამარ საგინაშვილი:
46 – ის ვიყავი მეხუთე შვილი რომ მეყოლა..
47 – ის ვიყავი პირველად რომ გავიგე სიტყვები: პიროვნული ზრდა, პოზიტიური აზროვნება, ტრენინგი და ა.შ.
48-ისა სწორედ საკუთრ თავზე მუშაობის წყალობით განუკურნებელი დისკოზისგან განვიკურნე.
51 -ის ვიყავი პირველი ქართული წიგნი ტრენინგი „სამასმეერთე მილიონერი“ რომ გამოვეცი.
2013 ში პირველი ონლაინ ტრენინგი გავიარე და მახსოვს ჩემი კანკალი პირველად მიკროფონი რომ ჩავრთე და ვიღაც 240 უცნობი ადამიანის წინაშე, სადღაც სხვადასხვა ქვეყნებში მონიტორებთან რომ ისხდნენ, სიტყვით გამოვედი.
ამავე დროს, რამდენჯერმა გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსები
53 – ის კიევში, ქოუჩინგის სკოლაში სასწავლებლად წავედი

54 – ის კარპატებში, მთებში, კარავში ვცხოვრობდი ერთი კვირა ტრენინგზე „ ცხოვრება მომენტში“
55 – ის ისევ კიევში ვიყავი “ტრენერების აკადემიაში”…
დანარჩენს აღარ მოვყვები…
ვიტყვი მხოლოდ, რომ ახლა 60-ის ვარ ( არც მე მჯერა:) და პირველი ქართული მულტიფუნქციური პორტალის, ველნესის აკადემიის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი ვარ ჩემი შვილის, გიორგის წყალობით.
ასევე ვაწყობ ველნეს ტურებს და
კომპლექსურად ვეხმარებით ადამიანებს, პიროვნულ და პროფესიულ ზრდას პარალელურად მივყვებით. იმიტომ რომ რაც უნდა პროფესიონალი იყოს ადამიანი, თუ მას შინაგანი წინააღმდეგობები უშლის ხელს, ვერაფერსაც ვერ მიაღწევს.

და ყველაზე მთავარი დავწერე მეორე წიგნი “ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“,
ეს წიგნი არის ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ჩვენი ფიქრის, სიტყვის და ცოდნის ძალაზე. იმაზე, თუ რა ჯადოსნურ ძალებს ვფლობთ და როგორ ცუდად ვიყენებთ მათ.
ჰოდა, დაანებე წლების თვლას თავი, არ აქვს მნიშვნელობა 27 ის ხარ თუ 57-ის!
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
გაეცანით
შეკვეთილის ჯადოსნური ველნეს-ტური თამარ საგინაშვილთან ერთად
14-15-16-17 ივლისი
ზღვა… მზე… რუჯი… დასვენება… გართობა… საუკეთესო გარემოცვა დააა
თამარ საგინაშვილის უნიკალური ტრენინგი ენერგეტიკული პრაქტიკებით და საუკეთესო წლის დაგეგმვით
ჩაალაგე ჩემოდნები ველნეს-უქმეებზე მივდივართ
შესანიშნავი სასტუმრო ფიჭვნარში,
სამჯერადი სრულფასოვანი კვებით,
კომფორტული ნომრებით…
პლუს
უნიკალური ველნეს პროგრამით და ინდივიდუალური დიაგნოსტიკური სესიით
თქვენი ფიზიკური, ემოციური და მენტალური სიჯანსაღისთვის.
თქვენი ინვესტიცია ამ ჯადოსნურ 4 დღეში და სამ ღამეში შეადგენს 480 ლარს.
რეგისტრაცია https://shorturl.at/djpAN
1 კომენტარი
ძალიან დამაინტერესა ბევრმა საკითხმა