fbpx

იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

ავტორი ჟოლო
2.9K ნახვა

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს?

რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა?

წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით – დაიღალეთ?

ძალიან დაიღალეთ?..

ახლა კიდევ ერთხელ გაუსწორეთ თვალი რეალობას და საკუთარ თავს ჩაეკითხეთ – რა გიშლით ხელს იმაში, რომ თქვენი ცხოვრება იყოს ისეთი, როგორიც გინდათ?

-შემახსენეთ როგორი ცხოვრება გინდათ?

– გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის?

ჰოდა, რა გიშლით ხელს?

აპ..აპ.. აპ…ააპ…  უსულგულო მთავრობა, ღატაკი ქვეყანა და სხვა „მავანნი“ ამქვეყნისანი ამოიგდეთ თავიდან 🙂  უიღბლობაც

უბრალოდ ჩაეკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ჩემი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

ვინ მიშლის ხელს?!

ვერ პოულობთ?!

საგულდაგულოდ არ ეძებთ…

მოიმარჯვეთ სარკე, ჩახედეთ საკუთარ თავს თვალებში და გაუმეორეთ კითხვა.

-ვინ მიშლის ხელს, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის?

რა პასუხი მიიღეთ?

აღმოაჩინეთ „გმირი-დამნაშავე“ ?!

დაგეხმარებით და გავახმოვანებ…

დღესაც ყურებში მიწუის სარკიდან მიღებული პასუხი …

„მე“, „მე“ ვარ ის გმირი-დამნაშავე ნუ ეძებ სხვაგან… ნუ ეძებ სხვაში …

დიახ ბატონო ჩემო, თქვენ, თქვენ ხართ ის „გმირი-დამნაშავე“ რომელმაც თქვენი ფიქრებით, თქვენი ქმედებებით, თქვენი ჩვევებით შექმენით თქვენი დღევანდელობა! და ვერანაირი გადაბრალების მექანიზმი ვერ შეგიმსუბუქებთ ზურგზე ტვირთად აკიდებულ ცხოვრებას.

სანამ თავადვე არ მიიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალოთ ის, რაც ასე ძალიან გამძიმებთ.

სანამ არ მიხვდებით, რომ ამისთვის სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ ძვალ-რბილში გამჯდარ სიზარმაცეს და გამოაღვიძოთ შეუპოვრობა …

სანამ არ იმოქმედებთ !!!

მაშ ასე …

შეიქმენით განწობა, აიკარით სახეზე ღიმილი და შეუდექით საქმეს 🙂

რთულია?

ნუ წუწუნებთ <3

ამობობღდით ორმოდან! თქვენი ფიქრების ორმოდან, ასე გემრიელად და კომფორტულად რომ მოკალათებულხართ… გაუშვით ის რაც იყო…

და გააგრძელეთ გზა …

უბრალოდ გააცნობიერეთ რატომ იყო, რა მოგცათ, რა გასწავლათ ….

გააცნობიერეთ, გადაუხადეთ მადლობა და გაუშვით სიყვარულით…

არ გამოგდით?

ეგ არაფერი

ისევ გააკეთეთ, მთავარია არ გაჩერდეთ…

მაშ ასე

განწყობა… ღიმილი… სიყვარული… მადლიერება … დააა …

ისევ ჯიუტობთ?

შეიქმენით განწყობა,

აიკარით სახეზე ღიმილი,

გაფანტეთ ყოველგვარი ეჭვი და

გამოუცხადეთ ნდობა საკუთარ თავს.

საკუთარ თავში დარწმუნებულს სამყაროც ნდობას გამოგიცხადებთ….

დააა…

ისევ გიჭირთ?

მაინც გააკეთეთ

არ შეჩერდეთ, იმოქმედეთ ….

ნეინეი

Jolo-ჟოლო

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment