fbpx

ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე

ავტორი ჟოლო
282 ნახვა

👆დღეს რამოდენიმე გამოხმაურება იყო იმის თაობაზე, რომ გოგრა ერთერთ მაღაზიაში 30 თეთრი ღირს და თქვენთან რატომ ღირს 1.5ლარიო. არასოდეს არ გაგვიკეთებია რომელიმე მაღაზიის ანტი რეკლამა, რადგან არასწორად მივიჩნევთ, ისედაც უჭირს საქართველოში ბიზნესს და არ გვინდა ჩვენი უარყოფითი კომენტარით რაიმე ზიანი მივაყენოთ რომელიმე სუპერმარკეტს.
სადაც გოგრა 30 თეთრი ღირს და ლობიო 2.5ლარი იქ ხარისხზე და პროდუქტის სიჯანსაღეზე ლაპარაკი ზედმეტია. მარტო შხამქიმიკატები არაა საზიანო. ასევე საზიანოა გენმოდიფიცირებული და ზოგიერთი ჰიბრიდული ჯიშები. ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე და სიჯანსაღე მარტო შხამქიმიკატებით არ განისაზღვრება, უამრავი გარემოებაა გასათვალისწინებელი რასაც პირნათლად ვასრულებთ. ჩვენი პროდუქტები მოყვანილია საქართველოში, სუფთა გარემოში და ყველა პროდუქტზე გვაქვს ინფორმაცია დაწყებული დათესვით, დამთავრებული შენახვით. შენახვასაც თავისი წესები აქვს, რომ არ გააფუჭოს და დააზიანოს პროდუქტი.

დაზიანებულ პროდუქტში უამრავი ცუდი მიკრობია და მისი მირთმევით დიდი ალბათობაა მოვიწამლოთ და დავიბინძუროთ სხეული.

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ 

უშანგი კევლიშვილი, ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის დამფუძნებელი 

ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment