fbpx

გააგრძელეთ სვლა!

ავტორი ჟოლო
874 ნახვა

იმედი მას არ უცრუვდება, ვისაც ის არ აქვს,
გეგმები მას არ ეშლება, ვისაც ისინი არ გააჩნია.
მიუხედავად გაცრუებული იმედისა და ჩაშლილი გეგმებისა, გააგრძელეთ სვლა.
მწვერვალისკენ მიმავალი მთასვლელი ბევრჯერ წაიბორძიკებს და ბევრჯერ დაუცურდება ფეხი, თუმცა ის მაინც აგრძელებს სვლას და ბოლოს აღწევს კიდეც მწვერვალს.
გააგრძელეთ სვლა!

***

ჩვენ — ჩვენი ყველა გამარჯვება, მარცხი, სიხარული, მწუხარება, სიამოვნება თუ ტანჯვა თან დაგვაქვს ჩვენივე „მყარ დისკზე“ ჩაწერილი. პერიოდულად ვუტრიალდებით და ჩვენს გონებაში ჩვენივე ცხოვრებას ფილმად ვუყურებთ ან მუსიკად ვუსმენთ ან წიგნად ვკითხულობთ. ჰოდა იმის თქმა მინდა, თუ მაინცა და მაინც წარსულის გაცნობის სურვილი გაგიჩნდათ, კომედიას დაეძალეთ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ — თქვენივე მომავლის შესახებაც შეგიძლით ფილმის ყურება. ასე რომ, „შექმენით“ თქვენი ცხოვრების შესახებ თქვენთვის მისაღები „ფილმი“ და „დაატრიალეთ“ ხოლმე თქვენივე გონებაში. ადვილი შესაძლებელია მომავალში თქვენი „ფილმი“ — თქვენი რეალობა გახდეს.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment