რა უპირატესობა აქვს ემოციურ სიძლიერეს? ასეთი ადამიანები ძალიან კარგად ახერხებენ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას და გამოწვევებს არ უშინდებიან. ემოციური მდგრადობა ადამიანის შინაგანი უნარია, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს.
ასეთი ტიპის ადამიანებს ახასიათებენ ძალიან სასიამოვნო, წყნარ ადამიანებად, რომლებიც არასდროს წუწუნებენ და დრამატულად არ აღიქვამენ მოვლენებს. თუმცა ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. ემოციურ სიძლიერეს საერთო არ აქვს გარეგნულ მახასიათებლებთან, ეს აბსოლუტურად შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული.
წარმოგიდგენთ რამდენიმე თვისებას, რომლებიც ემოციურად ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ:
არ ყრიან ფარხმალს იმედგაცრუების შემდეგ;
ცვლილებებს მარტივად იღებენ;
შეუძლიათ გამოიცნონ თავიანთი საჭიროებები;
ცდილობენ დაბრკოლებას გვერდი აუქციონ;
შეუძლიათ ისწავლონ შეცდომებზე და გაითვალისწინონ კრიტიკა;
კონკურენტულ სიტუაციაში გაცილებით მეტად კონცენტრირებულები ხდებიან;
დამარცხების შემდეგ უფრო მარტივად ახერხებენ წამოდგომას.
