ბედნიერებისთვის სინამდვილეში ბევრი რამ სულაც არაა საჭირო. ცხოვრებაში არსებობს გარემოებები, რასაც უსიამოვნებები მოაქვს, თუმცა უბედურების სათავე ძირითად შემთხვევაში ადამიანთა შეხედულებებშია. წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვევები და მიხვდებით, რომ სწორედ ისინი გხდიან უბედურს:
სრულყოფილებისკენ სწრაფვა – ყველას უნდა იყოს სრულყოფილი, თუმცა ასეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ, რატომ ფიქრობთ რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ერთადერთი? როდესაც გამუდმებით ფიქრობთ იმაზე, რომ სრულყოფილებას მიაღწიოთ თრგუნავთ საკუთარ შესაძლებლობებს.
ცხოვრება ნეგატიურ წრეში – თუ თქვენ გამუდმებით გესმით საუბარი იმაზე, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გელოდებათ ბედნიერი ვერ იქნებით. ეცადეთ იყოთ პოზიტიური ადამიანების წრეში.
ფიქრი წარსულსა და მომავალზე – ცხოვრება ის მომენტია, რომელშიც ცხოვრობთ, არ ღირს ფიქრი იმაზე რა იქნება მომავალში, უბრალოდ ეცადეთ ის ლამაზი იყოს. მითუმეტეს არ ღირს დროის დაკარგვა წარსულ შეცდომებზე, ამან უკვე გაიარა.
საკუთარი თავის სხვებთან შედარება – ჩვევა, რომელიც ცხოვრებას გვიფუჭებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებაა. თქვენ ადარებთ საკუთარ ცხოვრებას, მანქანას, სახლს, შემოსავალს, სამსახურს, მეორე ნახევარს სხვებისას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გეუფლებათ? უბრალოდ დაივიწყეთ ეს ჩვევა და იფიქრეთ იმაზე რა შეგიძლიათ, რამდენად კარგად გამოგივიდათ ესა თუ ის საქმე, როგორ გაიზარდეთ პიროვნულად და ა.შ.
ცხოვრების გართულება – ცხოვრება ისედაც რთულია, რატომ უნდა ეცადოთ შეხედოთ მას უფრო რთულად, გაიმარტივეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
