fbpx

“დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც არ გაჰყვება დაიღუპება”_ მიხეილ ჯავახიშვილი

ავტორი ნინო გონგაძე
4,202 ნახვა

1)შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.

2)მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

3)მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

4)განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

5)გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.

6)სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს დაუჯერე ყველაფერი, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

7)თავმოყვარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

8)დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.

9)საკუთარი თავის დამცირება ამპარტავნობაზე უარესია.

10)ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს.

 

მიხეილ ჯავახიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment