წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ნეშვილში ერთ–ერთი მცირე მაღაზიის მეპატრონეებმა მიიღეს უცნობი კაცისგან, კონვერტს თან 400 დოლარიც ახლდა.
„დაახლოებით 11–12 წლის წინ, ეს მაღაზია იარაღის გამოყენებით გავძარცვე, მაშინ ნარკოტიკებზე ვიყავი დამოკიდებული. ნარკოტიკებს, უკვე წლებია რაც აღარ ვიყენებ და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწორო ჩემი საქციელი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც წარსულში ტკივილი მივაყენე.
წლების წინ, დაახლოებით 9 ან 10 საათზე თქვენს მაღაზიაში შემოვედი, ლუდი და სიგარეტი ავიღე და როდესაც გამყიდველმა სალარო გააღო, რათა ხურდა დაებრუნებინა, იარაღი ამოვიღე, 300 დოლარი გამოვძალე და გავიქეცი. იმედი მაქვს მიიღებთ ამ ფულს და მაპატიებთ.“
მშვიდობა იყოს თქვენთან
უცნობი
მაღაზიის მფლობელები სოციალურ ქსელში წერილს ასე გამოეხმაურნენ:
“ჩვენი მაღაზია 11–12 წლის წინათ გაძარცვეს. დღეს, ჩვენდა გასაოცრად მძარცველისგან წერილი მივიღეთ, იმ ფულით, რომელიც მან წლების წინ წაიღო. ეს არის დასაფიქრებელი ამბავი… ჩვენ გვსურს უცნობ კაცს მადლობა ვუთხრათ წერილისთვის. გვიპატიებია..
ჩვენ ფული არ გვადარდებს, თქვენი ქცევა მეტად სამაგალითო და შთამაგონებელია!
ვიმედოვნებთ იპოვნით სიმშვიდეს და კეთილდღეობას ცხოვრებაში.
საუკეთესო სურვილებით!”
