საკმაოდ რთულია განსაზღვრო ადამიანის ინტელექტის დონე და სხვათა შორის, თავად ეს ცნებაც პირობითია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კითხვა ზედმეტია, ისედაც აშკარაა, რომ განათლებულ ადამიანთან გვაქვს საქმე.
მეცნიერებმა დაკვირვების შედეგად გამოყვეს რამდენიმე თვისება, რომლებიც ინტელიგენტ ადამიანებს ახასიათებთ. დააკვირდით ამ თვისებებს და ამოიცანით განათლებული ადამიანი:
მენტალური პრობლემა – რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ხშირად ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი და შიზოფრენია საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. ნუ შეშფოთდებით, ეს დაავადება მხოლოდ უზომოდ განათლებულ ადამიანებს შეიძლება აწუხებდეთ.
გინება – როგორც წესი, ასეთ ადამიანებზე ფიქრობენ, რომ უზრდელები არიან, თუმცა მეცნიერები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, ადამიანებს, რომლებიც ხშირად იგინებიან საკმაოდ მრავალფეროვანი ლექსიკა აქვთ.
რისკი – ფინეთში სულ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანები, რომელთაც არ აშინებთ რისკი ჭკვიანები არიან.
სიზარმაცე – ფლორიდის Gulf Coast University-ის კვლევის თანახმად სიზარმაცე ინტელექტის მანიშნებელია, რადგან ჭკვიან ადამიანებს ურჩევნიათ ისხდნენ და იფიქრონ.
რიგითობა ოჯახში – ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, რომ უფროსი შვილები გაცილებით მეტს აღწევენ, რადგან მათზე როგორც წესი მეტი ყურადღებაა ოჯახში.
ემოციურობა – ნიუ იორკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემოციური აშლილობის მქონე ადამიანებს გაცილებით მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ.
კატების სიყვარული – 600 სტუდენტზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კატის მოყვარულ სტუდენტებს ინტელექტის გაცილებით მაღალი დონე ჰქონდთ.
ათეიზმი – 35 სხვადასხვა სამეცნიერო დასკვნის თანახმად, ინტელიგენტი ადამიანები ათეზმისკენ არიან მიდრეკილნი, რადგან ისინი მუდმივად რაღაცას ეწინააღმდეგებიან.
