fbpx

რით არის სასარგებლო კაკალი, რამდენი და რომელ ასაკში უნდა გაასინჯოთ ბავშვს?

ავტორი ჟოლო
408 ნახვა

კაკალი – სიცოცხლის ხე, ტვინის დღესასწაული, ენერგიის აკუმულატორი და უნივერსალური წამალია.

ხალხურ მედიცინაში კაკალი დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის წენგოს ნახარშით ასკარიდა ჭიებს გამოდევნიდა, ავიცენა რეკომენდაციას უწევდა დანაყილი ნიგვზისა და თაფლის ნარევის გამოყენებას ტუბერკულოზის დროს და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.
კაკალი, მის უზომო სარგებლობასთან ერთად, სიფრთხილითაც უნდა მიიღოთ. მაგალითად, 12 თვეზე ადრე არ არის სასურველი, ბავშვმა ნიგოზი მიიღოს, ალერგიულ ბავშვებთან – 24-36 თვის შემდეგ შეგვიძლია მცირე რაოდენობით ჩავრთოთ ნიგოზი კვების რაციონში. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, ნიგოზი ძალიან სასარგებლოა, მათი გონებრივი განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის. 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები და სასარგებლო დოზაა. 

არ შეიძლება ნიგვზის შემცველი კერძების ყოველდღიურად ჭამა, რადგან შეიძლება გაგიღიზიანდეთ ნაღვლის ბუშტი. ალბათ იცით, რომ თვითონ ნიგოზი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უკვე კერძებში გამოყენებული – მოხარშული და ა.შ. ასეთი სახით უფრო აღიზიანებს ორგანიზმს. 
აბიტურიენტებს ურჩევენ, დილით უზმოზე მიიღონ ერთად გატარებული ნიგოზი, თაფლი და ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი ნარევი აგიმაღლებთ განწყობას, იმუნიტეტს და შემართებით განგაწყობთ. 

კაკლის ფოთლებში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A,B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ნიგოზში ბევრია უჯრედისი, რაც დადებითად მოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის განვითარებისთვის. ნიგოზში ბევრია მაგნიუმი, რასაც გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი შარდმდენი თვისება, ასევე ბევრია კალიუმი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმს და ზრდის შარდის გამოყოფას. დანაყილი გული თაფლთან ერთად სასარგებლოა ტუბერკულოზით, სიმსივნით დაავადებულთათვის, დაუძლურებული ორგანიზმისთვის. ნიგოზი სასარგებლოა გონებრივი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის, ასევე რკინადეფიციტური ანემიისას. მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია, ვიტამინი B6, რაც აუცილებელია ერითროციტების წარმოსაქმნელად. 

რაც შეეხება ნიგვზის ზეთს, ის ჯერ კიდევ ძველთაგან გამოიყენებოდა შარდსადინარი გზების კენჭოვანი დაავადებებისას, აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს. კაკლის ზეთს ასევე გამოიყენებენ დამწვრობაზე წასასმელად, ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისათვის. ნიგვზის ზეთი 1 წლამდე ინახება და არ კარგავს თავის კვებით ღირებულებას, იგი გამოიყენება არა მარტო სამედიცინო მიზნებისათვის, არამედ კულინარიაშიც. ნიგვზის დღიური რეკომენდებული პორცია – 5 ლებანია. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმს მიეწოდოს საასარგებლო მიკროელემენტები.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment