თუ ჩვენ რაღაც არ ვიცით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის.
ჩვენ შევეჩვიეთ სიძნელეებთან ბრძოლას და არა მათი მიზეზების გაგებას. ჩვენს ცხოვრებაში არსებული ყოველი ტკივილიანი წუთი, თუ შემთხვევა, ისე ჩაგვითვლია უსამართლობად, რომ არც კი ჩავფიქრებულვართ იმ გარემოებებზე, რამაც ეს გამოიწვია.
და ხშირად შევსთხოვთ ღმერთს „ჩვენდა სასარგებლოდ“ შეცვალოს ჩვენი რომელიღაცა მძიმე სიტუაცია. ამას შევსთხოვთ გაუაზრებლად და იმის გაუცნობიერებლად, რომ სინამდვილეში ყოველი განსაცდელი მოგვივლინა იმისთვის, რომ შევიცვალოთ ჩვენვე.
და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითგვემაში ჩავიგდოთ თავი…
ეს ნიშნავს, იმას, რომ ყური დავუგდოთ სამყაროს კარნახს, მის რჩევებს, მივიღოთ ცხოვრების გაკვეთილები და მხოლოდ გააზრებულად გადავჭრათ ესა თუ ის საკითხი… და ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ იმ ტკბილი ილუზიისგან, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ვიღაც სხვამ უნდა გადაგვარჩინოს…
დაიწყეთ და ისწავლეთ ცხოვრება გააზრებულად… ეს არის გასაღები თქვენი შინაგანი თავისუფლების…
ანტონინა ლიტოვკა