847
”ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია, რომლის დანახვაც ყოველდღე შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ ბევრი ადამიანი არ არის იმდენად წარმატებული, რამდენადაც სურს.
შეგიძლიათ ამ ორ განსხვავებულ და საკმაოდ გავრცელებულ ფენომენს შორის კავშირის დანახვა?
თქვენსავე ინტერესშია, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ყველა საქმიანობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია, პასუხისმგებლობა აიღოთ სხვების შეცდომებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიდერის პოზიცია გიკავიათ.
მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პასუხისმგებლობის აღება, ადამიანის სიმწიფის ერთ-ერთი უდიდესი ფორმაა. პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა – სრულწლოვანების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.”
ჯიმ რონი
