ყურადღებით წაიკითხეთ ელბერტ ჰაბარდის შემდეგი ბრძნული რჩევა, მაგრამ გახსოვდეთ, მარტო წაკითხვა არ გეყოფათ, საჭიროა პრაქტიკულადაც გამოიყენოთ:
”ყოველდღე სახლიდან გამოსვლისას თავი მაღლა ასწიეთ, ნიკაპი წინ წამოსწიეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიწოვეთ მზის სინათლე; ნაცნობებს ღიმილით მიესალმეთ და გულითადად ჩამოართვით ხელი, ნუ გეშინიათ ცუდად არ გაგიგებენ.
არც ერთი წუთი არ დაუთმოთ თქვენს მტრებზე ფიქრს,
შეეცადეთ გონებაში მტკიცედ გადაწყვიტოთ რისი გაკეთება გსურთ და დაუყონებლივ შეუდექით მიზნის აღსრულებას.
იფიქრეთ დიდ და სასიკეთო საქმეებზე და დაინახავთ, რომ ქვეშეცნეულად ყველა შესაძლებლობას იყენებთ სურვილის ასასრულებლად.
წარმოდგენაში დახატეთ სახე ვისი მსგავსიც გსურთ იყოთ. ფიქრში სცადეთ მას მიემსგავსოთ.
ფიქრი უდიდესი ძალაა, შეინარჩუნეთ საჭირო სულიერი მდგომარეობა – იყავით ლაღი, გაბედული, გულწრფელი და ხალისიანი.
სწორი აზროვნება ნიშნავს ქმნას.
ყველაფერი აგიხდებათ, რასაც გულით მოისურვებთ. თანდათან გახდებით ისეთი, როგორიც გსურთ რომ იყოთ. მაღლა ასწიეთ თავი.”
დეილ კარნეგის წიგნიდან ” როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინით გავლენა ადამიანებზე.”