– სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთს როგორიც არის, არამედ მასში ვხედავთ ჩვენი გონების შემადგენელს.
– და როგორია სინამდვილეში სამყარო?
– ის, არც კარგია და არც ცუდი. ის უბრალოდ არის და მორჩა…
ჩვენს რეალობას ის აზრები ქმნის, რომელიც თავის დროზე შთაგვაგონეს და დღეს უკვე ყოველდღიურად ჩვენ შთავაგონებთ ჩვენ თავს.
– მაშინ რა გამოდის? შემიძლია შევცვალო რეალობა და ცხოვრება, რომელშიც რაღაც არ მომწონს?
– რასაკვირველია, შეგიძლია, თუ კი შეიცვლი აზრებს და გონებას აავსებ შენთვის საჭირო აზრებით.
– ე.ი. არჩევანი არსებობს?
– ჭიქაში, სადაც ნახევრად ასხია წყალი, შეიძლება თქვა: ნახევრად სავსეა ან ნახევრად ცარიელი. რომელია მართალი?
– ალბათ ორივე.
– სამყარო მოვლენის აღქმის ულევ ვარიანტებს გვთავაზობს. სამყაროში ყველაფერი უხვად არის… უბრალოდ, როგორც შევხედავთ და რამდენის მისაღებადაც ვართ მზად, იმის შესაბამისად დავინახავთ და მივიღებთ!
რის მისაღებად ხართ თქვენ მზად ძვირფასებო?
ავსებთ თუ არა გონებს იმ აზრებით, რომელიც თქვენს რეალობას გადააქცევს სასურველად?