333
თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბავშვებს საკუთარი აზრების დაფიქსირების უფლება არ ჰქონდათ და მათ ნაცვლად მშობლები „აზროვნებდნენ“, დღესდღეობით ყველა მშობელი ცდილობს კრეატიული შვილი აღზარდოს. ბავშვები უნდა მოერგონ თანამედროვე მოთხოვნებს, რადგან თუ სურთ წარმატებულნი იყვნენ, აუცილებელია კრეატიულობა.
როგორ აღვზარდოთ კრეატიული ბავშვი?
1.მიეცით ფიქრის დრო, თავად დაგეგმონ საკუთარი დღე, რასაკვირველია თქვენი ყურადღების ქვეშ;
2.მხარი დაუჭირეთ იმაში, რაც სურს. ნუ დააძალებთ იმის გაკეთებას, რაც თქვენ გსურთ, რადგან მიზნები დამოკიდებულია შინაგან განწყობაზე;
3.ნება მიეცით გარისკონ, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ წარმატება გარისკვას მოაქვს;
4.შეაქეთ განსხვავებული აზროვნების გამო. თუ ის სხვებისგან განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს, ეს მხოლოდ უნდა გახარებდეთ.