ცხოვრების მთავარი გამოხატულება არ არის ჩეკები, არც მერსედესი, არც მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზე, არც სახლი. ცხოვრების მთავარი გამოხატულება თქვენივე ბედნიერი ცხოვრებაა.
უბრალოდ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ კარგი ცხოვრება გაქვთ?
ცნობილი ბიზნესმენი დაგეხმარებათ იპოვნოთ ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტები:
პროდუქტიულობა – ბედნიერი ვერ იქნებით, თუ რამეს არ ქმნით. ცხოვრების თამაში დასვენება არ არის. უნდა სცადოთ გააკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.
კარგი მეგობრები – მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს შესახებ ყველაფერი იციან და ამის მიუხედავად მაინც უყვარხართ. არასოდეს შეწყვიტოთ ცდა იპოვნოთ ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება თქვენს დასახმარებლად.
თქვენი კულტურა – ენა, მუსიკა, ტრადიციები, სამოსი. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა ეცადოთ არ დაკარგოთ ისინი.
სულიერება – ეს ისაა, რითიც ადამიანები სხვა სულიერი არსებებისგან განვსხვავდებით, ეს ქმნის ოჯახს და შესაბამისად – ერს.
არაფერი გამოტოვოთ – არასდროს დანებდეთ და იფიქროთ, რომ ცხოვრება დასრულდა, ნუ გამოტოვებთ შესაძლებლობებს, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ. დაინტერესდით ყველაფრით: ფილმებით, სპექტაკლებით, წიგნებით, უბრალოდ ქუჩაში მოთამაშე ბავშვებით…
ოჯახი და უახლოესი წრე – გაუფრთხილდით მათ და ისინი თქვენ გაგიფრთხილდებიან. ოჯახი ყველაზე საუკეთესო შენაძენია ადამიანისთვის. არ არსებობს სიყვარულზე დიდი ღირებულება, აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული ოჯახის წევრებს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა!