“ბედნიერება არ სცნობს სიბერეს. ის ვინც მართლა ბედნიერია, არასოდეს ბერდება.”
“ცხოვრების აღქმასა და სინამდვილეს შორის ხშირად ჩნდება დაუსრულებელი შეუსაბამობა.”
“გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უფრო თამამად მოქმედებს.”
“ყველაფერი, მათ შორის ტყუილიც, ემსახურება ჭეშმარიტებას, ჩრდილები ვერ აქრობენ მზეს
“ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება.”
“შენზედ ბოძებული დრო ძალიან მოკლეა, არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია, ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომელიც დაკარგე.”
“ჭეშმარტება ის სიმდიდრეა, რომელსაც ვერ ასწავლი ადამიანს, ჭეშმარიტება საჩუქარია, რომელსაც იღებ, როგორც სიყვარულს და სილამაზეს.”
“ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.”
“ნუ მისცემ ბოროტებას იმის შანსს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მის საიდუმლოებებს შეიცნობ.”
“კალამი – არა ინსტრუმენტი, არამედ მწერლის ორგანოა.”
„ნამდვილი მტრის წინ შენში უსაზღვრო გამბედაობა იბადება.“
“ძალიან ნუ გაერთობი ოცნებასთან თამაშით, რადგან ოცნებასაც შეუძლია შენთან თამაში.”
“მთავარია შუა გზაზე არ გაჩერდე – ეს ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილებაა, რაც ოდესმე შეიძლება მიიღო.”
“არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც უკან დასახევ გზას გართმევს, მაგრამ მისი მიღება მაინც საჭიროა.”
“ადამიანები ძალიან ბევრს და ხმამაღლა ამბობენ მცირეს სათქმელად!”
ფრანც კაფკა