fbpx

რამდენ კოფეინს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა?

ავტორი ჟოლო
292 ნახვა

ექსპერტების თქმით ის ადამიანები, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ, თავს 10 პროცენტით ნაკლებად დათრგუნულად გრძნობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევენ ამ სასმელს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ყავა კოფეინს შეიცავს . კოფეინი კი ერთგვარი ანტიდეპრესანტია. როგორც ირკვევა ყავის სუნსაც კი შეუძლია შეამციროს სტრესის დონე.

რამდენ კოფეინს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა და შეიძლება თუ არა  ყავის სმის შედეგად კოფეინზე დამოკიდებულები გავხდეთ? ამ კითხვებზე პასუხს „ჯანმრთელობის ინსტიტუტში“ მივაკვლიეთ.

კოფეინის შემცვლელობის გამო ყავა მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს. იგი რამდენადმე ასტიმულირებს ტვინის ნერვულ  უჯრედებს, აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ ძალებს, ამცირებს დაღლილობას. მართალია, კოფეინი ნიკოტინთან ერთად „ლეგალურ ნარკოტიკად“ ითვლება, მაგრამ ჩვეულებრივ, ზომიერად მიღების შემთხვევაში, იგი არ იწვევს დამოკიდებულების გაჩენას.

– დიდი რაოდენობით მიღების დროს რა ხდება?

– დიდი რაოდენობით რეგულარული და ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება გაჩნდეს გარკვეული დამოკიდებულება. როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში მეტწილად საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან. კოფეინის ან მისი შეცველი სასმელების მიღების შეწყვეტას მოჰყვება თავის ტკივილი, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრირების გაძნელება.

ზოგჯერ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება გამოიხატოს კლასიკური „აღკვეთის სინდრომის“ იმიტაცია გულისრევის, ოფლიანობის და სახსრების ტკივილის ანუ „მტვრევის“ შეგრძნების ჩათვლით. ერთი სიტყვით, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ „კოფეინის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ“.

რას ნიშნავს კოფეინის ზომიერი გამოყენება და რა რაოდენობის კოფეინი უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში?

მეცნიერების პასუხი ამ კითხვაზე ასეთია

– ზრდასრული ადამიანების უმეტესობისთვის დღეში 200-დან 300 მილიგრამამდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

– რამდენ კოფეინს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა?

კოფეინის შემცველობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ყავის ჯიში, მარცვლების რაოდენობა,  დამზადების მეთოდი,  მომზადებული ნახარშის კონცენტრაცია და ა.შ.

კოფეინის შემცველობა 1 ფინჯან ყავაში შეიძლება მერყეობდეს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მუდმივად მიირთმევთ მას ერთი და იგივე ადგილას.

1 ფინჯანი ყავა საშუალოდ შეიცავს 100 მგ კოფეინს.

– რამდენ ხანს გრძელდება კოფეინის ეფექტი ორგანიზმში?

ფინჯანი ყავის მიღების შემდეგ კოფეინის ეფექტი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 5-6 საათამდე თქვენი ორგანიზმიდან განიდევნება მიღებული კოფეინის მხოლოდ  ნახევარი. სწორედ  ამიტომ, შუა დღეს მიღებულმა ყავამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ძილზე.

– აჩერებს თუ არა კოფეინი ზოგიერთი ავადმყოფობის განვითარებას?

– გარკვეულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ  კოფეინის ზომიერმა მიღებამ შეიძლება შეამციროს დიაბეტით, ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენის, პარკინსონისა და ღვიძლის ავადმყოფობებით დაავადების რისკი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment