კარგი დღე კარგი ფიქრებით იწყება, ამიტომ დილიდანვე კარი მიუხურე უარყოფით და უიმედო ფიქრებს, გამხიარულდი, გაიღიმე და გახსოვდეს, რომ სანამ თენდება ახალი დღე, არსებობს შანსი და იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება.
ცხოვრებას უბრალო რამეები ალამაზებს – კარგ ადამიანებთან საუბარი, ტკბილი მოგონებები, მონატრებული ხალხის ნახვა და ჩახუტება, საყვარელი საქმის კეთება; მეგობრებთან ერთად სადმე ლამაზ ადგილას წასვლა და განტვირთვა, თუნდაც რამდენიმე საათით…
ბევრი იცინე, იხალისე და იბედნიერე; მოუარე თავს და იზრუნე შენს სულიერ მდგომარეობაზე; წინ იარე, დაისახე მიზნები და ნურასოდეს დანებდები, მაშინაც კი, როცა ყველაფერი აირევა და მოგეჩვენება, რომ დასუსტდი…
ცხოვრებაც ცვალებადია, ზუსტად ისე, როგორც ამინდი, მაგრამ ყოველი წვიმის შემდეგ ისევ მზე გამოდის; ამიტომ ეცადე ნეგატიური ფიქრები დაუპატიჟებელი სტუმარივით მოიშორო და ამინდვით ისწავლო გამოდარება.
ია კარგარეთელი
1 კომენტარი
Ra kargia rom arsebobt madloba aseti kargi postebistvin dadebitad vimuxdebi