fbpx

ვინც ჩემს გვერდით იქნება როცა ტალახს მესვრიან…

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

ადამიანი მომენატრა..
გულწრფელი და მეგობრული ადამიანი… ვინმე ისეთი, ვინც მაშინ არ მიმატოვებს როცა შეცდომას დავუშვებ…

ვინმე ისეთი, ვინც ჩემს გვერდით იქნება როცა ტალახს მესვრიან…

ვინმე ისეთი, ვინც ჩემს უდანაშაულობას ირწმუნებს მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მომართული…

ვინმე ისეთი, ვინც წაქცეულს კი არ გადამაბიჯებს, არამედ წამოდგომაში დამეხმარება…

ვინმე ისეთი, ვინც არ გაბრაზდება როცა წარმატებას მივაღწევ…

ვინმე ისეთი, ვინც ასე ჭირვეულს და უხასიათოს ამიტანს…

ვინმე ისეთი, ვისაც მხოლოდ მაშინ არ გავახსენდები, როცა დავჭირდები…

ადამიანი მომენატრა..
გულწრფელი და მეგობრული ადამიანი. ერთი ადამიანი ……

ნინო მარგველაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment