fbpx

10 სასტიკი წესი ქალებისთვის

ავტორი ნინო გონგაძე
1.6K ნახვა

1. მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრო: პრინცი თეთრ რაშზე – ეს წმინდა წყლის გამოგონებაა. არავინ არ არის ვალდებული გაგხადოს ბედნიერი და დაგიცვას ბედის ყველა უკუღმართობისგან. დროთა განმავლობაში მამაკაცს უბრალოდ მობეზრდება ცხოვრებაზე შენი წუწუნის მძიმე ჩემოდნის თრევა. იმისათვის რომ აცდე მიგდებული ჩემოდნის მწარე ხვედრს, კონცენტრირება უნდა მოახდინო არა მამაკაცის ძებნაზე, არამედ საკუთარი ოცნების რეალიზაციაზე.

2. როცა მეუბნებიან: „სულელი ხარ“, მე ვპასუხობ: „კი, გეთანხმები“. თავად კი მივდივარ და ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი. არასოდეს არაფერი არ ამტკიცოთ. არავის შეეჯიბროთ, მითუმეტეს მამაკაცების კოლექტივში. ეს კარგად არ დამთავრდება.

3. მამაკაცი არ უნდა იყოს მთელი ჩვენი სამყარო, მაგრამ უნდა იყოს ერთ-ერთი მისი ნაწილი და საერთო რიგში იდგეს.

4. რა გააკეთოთ? – მე გეტყვით. ისწავლეთ ოცნება, დაისახეთ მაღალი მიზნები და განახორციელეთ. და თუ შეძლებთ იპოვოთ და განავითაროთ საკუთარ თავში ეს ენერგია, აღარ დაგჭირდებათ არანაირი ძალ-ღონე, ყველაფერი აეწყობა თავისთავად – ოცნებებიც, კარიერაც, და სიყვარულიც.

5. იმისათვის რომ ნებისმიერ ადამიანთან დაამყარო ჰარმონიული ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოიპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და შეიყვარო საკუთარი თავი.

6. ქალი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად განავითაროს და შეახამოს საკუთარ თავში ქალისა და მამაკაცის საწყისები, რომელიც იყენებს ყველაფერს, რაც არსებობს სამყაროში, საკუთარი თვითრეალიზაციისთვის, ყალიბდება უნიკალურ ქალად. ასეთი იყო, მაგალითად, კოკო შანელი. და თუ არსებობს სურვილი, ასეთი გახდება ნებისმიერი!

7. ყოველთვის ისწავლე, მიიღე ახალი ინფორმაცია. ეს არის დაზღვევა, შექმნა ბაზა საკუთარ თავში, რომელიც დაგეხმარება გაიტანო თავი ყველაზე მძიმე დროს.

8. წარმატების მისაღწევად ფული მეორე ადგილზეა. საჭიროა ზუსტად იმდენი ფული, რომ მოახდინო საკუთარი იდეების რეალიზება. და ყოველ დღე არ იღვიძებდე ფიქრით: ღმერთო, ვერ ვიტან ამ სამუშაოს, მაგრამ შიმშილით მოვკვდები, თუ არ გავაკეთე ეს საქმე.

9. ისე, ბედისწერა ხომ ლომივით არის. თუ გეშინია, ის თავს დაგესხმევა, და თუ შიში არ გაქვს, ის იქით მიბრუნდება, სადაც შენ მოისურვებ.

10. არ შეგეშინდეს სასოწარკვეთის. დაეშვი ფსკერზე. მე მივდიოდი აგარაკზე, მთელი კვირა გაშოტილი ვიწექი, არავის არ ვნახულობდი. მეცოდებოდა საკუთარი თავი და თითქმის უკვე მომწონდა ის, რომ უბედური ვიყავი. მაგრამ რაღაც მომენტში ორგანიზმს ეს ბეზრდება და ის გეუბნება: ცხოვრება ხომ გრძელდება! მე არ მოვკვდი, მზე ანათებს. ყველაფერი კარგად არის! და შენ დგები და აგრძელებ გზას.

ირინა ხაკამადა (ჟურნალისტი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment