“ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის შეძლებენ მათ მართვას, ვინც ტელევიზორს უყურებს და არ კითხულობს.”- ფელისიტი ჟანლისი
“როცა კითხულობთ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, კარგად ლაპარაკს ეჩვევით.”- ვოლტერი
“რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით უფრო ნაკლებად ჰბაძავთ სხვას.”- ჟიულ რენარდი
“კითხვა გონებისთვის — იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.”- ჟოზეფ ადისონი
“წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულებიც არსებობს. მაგალითად — მათი არ წაკითხვა.”- რეი ბრედბერი
“გახსოვდეთ: ის, რასაც თქვენ წარმოადგენთ, იმით განისაზღვრება, რასაც კითხულობთ.”- ჯიმ რონი
“ენდეთ წიგნებს, ისინი ყველაზე ახლობლები არიან. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩუმად არიან. ხოლო, როდესაც საუბარს იწყებენ, თქვენს წინაშე, სამყაროს ხსნიან.”- ერნესტ ჰემინგუეი
“წიგნები — აზროვნების ხომალდები, რომელიც დროის ტალღებზე მოგზაურობენ და თაობიდან – თაობამდე, ფრთხილად ატარებენ თავიანთ ძვირფას ტვირთს.”- ფრენსის ბეკონი
“წიგნების კოლექცია — იგივე უნივერსიტეტია.”- თომას კარლაილი
“მკითხველი, ვიდრე მოკვდება, ათასი სიცოცხლით ცხოვრობს. ხოლო, ადამიანი, რომელიც არასდროს კითხულობს, მხოლოდ ერთით.”- ჯორჯ მარტინი