fbpx

როგორ მოვერიოთ სტრესს

ავტორი ნინო გონგაძე
2.5K ნახვა

ფსიქოლოგები და ექიმები გვირჩევენ: თუ უსიამოვნება შეგემთხვათ და დეპრესიამ ან ნერვიულმა დაძაბულობამ დაგრიათ ხელი, არსებობს საშუალებები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც აღგიდგენთ სულიერ წონასწორობას.

ეს არის საყვარელი სამუშაო ან ურთიერთობა იმ მეგობრებსა და ადამიანებთან, ვისიც გჯერათ და ვინც გიყვართ.

შეეცადეთ ყური უგდოთ თქვენს შინაგან ხმას, მის მოთხოვნებს. გული და გონება ბრძენია, არასდროს სცდება, მისი რეაქცია კი უფრო საიმედოა. თუ იგრძნობთ, რომ ქუჩაში გასვლა აუცილებელია- გადით და გაისეირნეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან ამშვიდებს ნერვებს.

ჩაიტარეთ აუტოტრენინგი- ხმამაღლა გამოხატეთ ან დაწერეთ ის, რაც გაღელვებთ, რაც გაწუხებთ. თავი დაირწმუნეთ სიტყვებით: ” მე მშვიდად ვარ, აღარ ვღელავ”. ან ხატეთ და დაწერეთ- მნიშვნელობა არ აქვს, რა.

ყველაზე საიმედო ხერხია სპორტი. იცეკვეთ ან 10- ჯერ მაინც ჩაბუქნეთ და გაიმართეთ. გულზე მოგეშვებათ.

უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმებს, იკითხეთ იუმორისტული ჟურნალები ან წიგნები, მოეფერეთ ცხოველებს, ისინი ხომ არაჩვეულებრივი “ფსიქოლოგები” არიან. უსმინეთ სასიამოვნო, წყნარ მუსიკას.

დასასრულს, გირჩევთ პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ყველაფერს ეშველება… დამშვიდდით, მიირთვით ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი და დაიძინეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment