fbpx

სად მიდის სიყვარული?

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

ხდება ხოლმე, რომ სიყვარული ადამიანში არსებულ სისასტიკეს ვერ ერევა. უფრო სწორად კი, ადამიანი ვერ ერევა საკუთარ თავში არსებულ სისასტიკეს, სიყვარულის სასარგებლოდ.

ალბათ, ამიტომ არ მთავრდება ყველა სასიყვარულო ისტორია „ჰეფი ენდით“, ამიტომ დადის ამქვეყნად უამრავი, სიცარიელისგან გაბზარული ადამიანი, რომელთა ცხოვრება მხოლოდ გარედან ჰგავს სიცოცხლეს, თორემ შიგნით…

შიგნით ადამიანს საკუთარი თავი გამოჭმული და გამოცარიელებული აქვს და ამ სიცარიელის დავიწყებას ცდილობს ყოველთვის, როცა საცობში ვიღაცაზე გამწარებული ჩხუბობს, როცა სახლში ტელევიზორის წინ ათენებს ღამეებს, როცა საყვარელ ადამიანს ყველა წვრილმანზე ედავება და საკუთარ უპირატესობას უმტკიცებს.

ამ დროს გული ნელ-ნელა იწყებს სიკვდილს, უღმერთოდ ქვავდება და თავის ადგილას დამძიმებულ სიცარიელეს ქმნის.

სად მიდის სიყვარული?

ის ეწირება ადამიანში არსებულ სიცარიელეს.

წიგნიდან: ”სიზმრების ქალაქი”

ავტორი: ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment