fbpx

5 ტოქსიკური ქმედება, რომლებიც ადამიანს გარშემომყოფებთათვის საშიშად აქცევს

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც სიხშირეებზე დადებითად ან უარყოფითად ზემოქმედებენ. ქვემოთ მოყვანილი 5 ტოქსიკური ქმედება, ადამიანს აქცევს გარშემომყოფთათვის საშიშად, ვინაიდან ის იწყებს სხვების ვიბრაციაზე უარყოფითად მოქმედებას.

იწვევს გარშემომყოფთა და პირველ რიგში საკუთარი ენერგიების დაბლოკვასა და ვიბრაციების დონის დაბალ სიხშირეზე ჩამოსვლას.

ხუთი ტოქსიკური ქმედების სია გამოიყურება შემდეგნაირად:

ჭორაობა. – ნუ მისცემთ ვინმეს თქვენზე ჭორაობის ან თქვენი თანდასწრებით ვინმეზე ჭორაობის საშუალებას. ასეთ მომენტებში შეახსენეთ თქვენს თავს, რომ დიადი გონებისგან განსხვავებით, რომელიც იდეების განსჯით არის დაკავებული, მცირე გონება ადამიანების განკითხვით კმაყოფილდება (Great minds discuss ideas; average minds discuss events; small minds discuss people.). ამ ტიპის ქმედება პირდაპირ კავშირშია ვიბრაციის დაბალ სიხშირეებთან და ისინი ვინც ხშირად ჭორაობენ (და მათი გარშემომყოფნი) სიმშვიდეს კარგავენ.  გავითავისოთ, რომ ხარისხიანი ურთიერთობა იდეების, გამოცდილების, გრძნობებისა და ცოდნის გაზიარებაზეა დამყარებული და არა ჭორაობაზე.

როცა შეფარვით კომპლიმენტებს გვეუბნებიან. – ასეთი კომპლიმენტები პასიური აგრესიაა და საშინლად დაბალი ვიბრაციების მატარებელნი. თუნდაც ამ ელემენტარულმა ფრაზამ ”სასიამოვნოა შენნაირ ადამიანთან ყოფნა, რომელსაც არ ადარდებს როგორ ჩაიცვამს და როგორ გამოიყურება” შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს, დაწყებული დაავადებებიდან, დასრულებული კარიერული და პირადი წარუმატებლობებით. ასევე ამ ფრაზამ შეიძლება დაბლოკოს ენერგიები, რომლებიც დაკავშრებულია ინტიმურ სფეროსთან.

როცა კონკურენტად აღგიქვამენ. – აქ არ ხდება იმის მოტივირება რომ თითქოს კონკურენციის უნდა გვეშინოდეს. ამ პუნქტში საუბარია მეგობრებისა და გარშემომყოფების შინაგან კონკურენციაზე, რადგან ამ ემოციებით მოქმედი ადამიანი ვერ იქნება ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების მოსურვე. შედეგად კი დაბალი ვიბრაციებით, რომელიც გამოწვეულია შურით, გავლენას იქონიებენ ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების ენერგიებზე, დაგვიბინძურებენ აურას.

როდესაც მხოლოდ მაშინ გვეკონტაქტებიან, მათ როცა ვჭირდებით, ან მოითხოვენ რომ ყველაფერი ისე ვაკეთოთ როგორც მათ უნდათ; – ასეთი ადამინების საქციელი საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის განცდას გვიქვეითებს. ჯანსაღი ურთიერთობები დაფუძნებულია ორმხრივობაზე, კომპრომისებსა და ურთიერთპატივისცემას შორის ბალანსზე .

როცა თქვენს ნაკლებზე მიგითითებენ, – როცა გაკრიტიკებენ, როცა თუნდაც სპეციალურად ცუდ ფოტოებს ანთავსებენ სოციალური ქსელების საიტებზე, როცა გიწუნებენ თუდნაც ჩაცმას ან საქციელს, არჩევანს ან გადაწყვეტილებას. ისინი ამით თქვენს ფიქრებსა და ენერგიებზე ახდენენ პირდაპირ გავლენას, კლავენ თქვენში ამბიციებს და ოცნებებს, შესაბამისად დაბალ ვიბრაციებზე გადაყავხართ და გართმევენ წარმატებული მომავალის შანსს.

აი ასე გამოიყურება 5 ტოქსიკური ქმედება. მაქსიმალურად ეცადეთ ასეთი ადამაინების გარემოცვაში არ აღმოჩნდეთ, ან თავად არ გახდეთ ასეთი ადამიანი. ასევე გაითვალისწინეთ, –  სანამ თქვენ თავად ხართ მაღალ ვიბრაციებზე,  სამყაროს მიმართ მადლიერების გრძნობას განიცდით და ხართ აღსავსე დადებითი ფიქრებითა და სიყვარულით, დაბალი ვიბრაციები ვერაფერს დაგაკლებთ.

გისურვებთ წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს

წყარო:vitalenergyprana.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment