fbpx

როგორ გამოვიმუშაოთ ფული სწრაფად? 12 იდეა ბარბარა შერის წიგნიდან “შენი ოცნების სამუშაო”

ავტორი ნინო გონგაძე
887 ნახვა
  1. გაარკვიეთ ვის და რისი კეთება არ უნდა, და შეასრულეთ ეს სამუშაო თქვენ
    ვიღაცისთვის აუცილებელია ანგარიშებიდან გადახდების განხორციელება, ვიღაცას ელის რთული სატელეფონო საუბარი, ვიღაცას ნათესავის, მოხუცი მშობლის ან ბავშვის მოვლა სჭირდება, ვიღაცას შინაური ცხოვრელის მოვლა ან დატოვება, ან შეიძლება მისი სხვაგან გადაყვანა. ვიღაცას საოჯახო საქმიანობაში დახმარება. ამ საქმიანობის შესრულებისთვის არც თუ ისე ცუდ თანხას იხდიან.
  2. «ტაქსი-ძიძა»
    შეენაცვლეთ მათ, ვისაც სჭირდებათ ბავშვების წაყვანა სხვადასხვა წრეებზე, გაკვეთილებზე და ა.შ. – რისთვისაც კარგ ანაზღაურებასაც მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ გზავნილების დარიგება მისამართებზე და ამაში ცოტა უფრო ნაკლები მოითხოვოთ, ვიდრე საკურიერო ორგანიზაციები ითხოვენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანას მართავთ).
  3. გამოფენებზე სტენდების დემონტაჟი
    გამოფენის ბოლოს მიდით სტენდებთან და შესთავაზეთ კონსტრუქციის დაშლა-გატანა. არიან ისეთები, ვისაც თქვენი მომსახურება ნამდვილად გამოადგება.
  4. უსარგებლო ნივთების გაყიდვა
    ნივთების დაგროვება — ადამიანის ბუნების ნაწილია. თუმცა, როცა ეს ნივთები სასარგებლო აღარ არის, ზედმეტი ტვირთი ხდება. ამიტომ, სულაც არ არის ცუდი იდეა, რომ ისინი გაყიდოთ. მოძებნეთ სახლში მოძველებული ან ისეთი ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, მათ შორის ტანსაცმელი, განათავსეთ საიტზე განაცხადი და დარწმუნებული იყავით, რომ კლიენტები აუცილებლად გამოჩნდებიან. ადამიანები ყველაზე უცნაურ რაღაცეებსაც კი ყიდულობენ.
  5. გახდით გაყიდვების აგენტი
    ამ საქმიანობის იდეა წინა საკითხის გაგრძელებაა. დაეხმარეთ სხვებს გაყიდვებში. თუ ამ პროცესის მიმართ გაგიჩნდებათ ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიჭიც გაქვთ. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დაეხმარებით მეზობლებს და ახლობლებს სხვადასხვა ნივთების გაყიდვაში, რაშიც თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ შემოსავლის გარკვეული პროცენტი.
  6. თეატრალური გრიმით ბავშვებისთვის სახის მოხატვა
    ამით შეიძლება დაკავდეთ სავაჭრო ცენტრებში, ღია ბაზრობებზე და პარკებში (მაგალითისთვის საკუთარი სახე მოიხატეთ, თან ისე, რომ ვერავინ გიცნოთ!)
  7. შემცვლელი მასწავლებელი
    განათლების განყოფილებას ყველა ქალაქსა თუ რაიონში აქვს თავისი წარმომადგენლობა, სადაც შეგიძლიათ მიხვდიეთ და გაარკვიოთ ხომ არ ესაჭიროებათ შემცვლელი მასწავლებელი და დატოვოთ საკუთარი რეზუმე. საგნები ვარირებადია — მაგალითად, თუ აგიყვანენ, შეიძლება ჩაგატარებინონ გაკვეთილები სხვა მასწავლებლის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საკონტოლო მიგაცემინონ ბავშვებისთვის, ჟურნალს მიხედვით სია ამოგაკითხინონ ვინ ესწრება და ვინ არა რომ ჩანიშნოთ და ა.შ.
  8. საჭმლის მომზადება ერთი კვირის მარაგისთვის
    ყველას არ აქვს საჭმლის მოსამზადებლად დრო, განსაკუთრებით კი დიდ ოჯახებში. ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები ცდილობენ ეს საქმე გადააბარონ სხვას. გახდით ეს «სხვა». ამ დროს დაგჭირდებათ ბაზარში და სუპერმარკეტებში სიარული პროდუქტების საყიდლად, მთელი დღე სადილის მომზადება და დილიდან ადგილზე მიტანა. ეს საქმიანობა განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც კერძების მომზადება უყვარს.
  9. კერძების მომზადება და წვეულებაზე მიტანა
    «კულინარული გზით ფულის გამომუშავების» კიდევ ერთი ვარიანტია წვეულებებისთვის კერძების მომზადება. შეიმუშავეთ მენიუ და შესთავაზეთ თქვენი მომსახურება წვეულებებისთვის კერძების მომზადებაზე. ეს შეგიძლიათ ერთობლივად გააკეთოთ მასთან, ვისაც მსგავი ბიზნესი უკვე გააჩნია.
  10. დაზიანებული ავეჯის ყიდვა-გაყიდვა
    შეიძინეთ დაზიანებული ავეჯი, შეაკეთეთ და გაყიდეთ. ამ ნივთების გაყიდვაც შეგიძლიათ ინტერნეტში მათი განთავსებით. გადაუღეთ შეკეთებულ ავეჯს ფოტოები, დაწერეთ მოკლე ინფორმაცია და განათავსეთ საიტზე. რა თქმა უნდა ფასნამატით, რომ მოგება დაგრჩეთ.
  11. ზამთრისთვის ან სეზონის დასაწყისისა და დასასრულისთვის ბაღ-ბოსტნის მომზადება
    ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს დამხმარეს ბაღ-ბოსტნის დასაბარად, აგარაკის დასასუფთავებლად ან დასალაგებლად. ამ საქმიანობისთვის ფიზიკური სიძლიერე უპირატესობას განიჭებთ თუ მამაკაცი ხართ, ქალების შემთხვევაში მარტივია, რადგან მათ შეუძლიათ დაალაგონ, დაასუფთაონ და შედარებით მსუბუქი საქმიანობით დაკავდნენ მიწის ნაკვეთზე.
  12. ადამიანი-რიგი
    გახდით ადამიანი, რომელიც დადგება გრძელ რიგებში იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებსაც რაიმეს შეძენა სურთ, მაგრამ რიგში ჩასადგომად დრო არ აქვთ. ასეთი ადამიანები შეგიძლიათ ნახოთ ორგანიზაციებში, სადაც სრული სამუშაო და ზესამუშაო განაკვეთებია, თქვენი დახმარება ამ მხრივ ნამდვილად საჭირო იქნება.
    თუ ჩამოთვლილი იდეებიდან რომელიმე მისაღები იქნება თქვენთვის, გამოსცადეთ პრაქტიკაში ერთხელ მაინც. სანამ არ გამოცდით ვერასოდეს გაიგებთ შეგიძლიათ თუ არა რომელიმე საქმის შესრულება და მითუმეტეს ღირს თუ არა ფულის გამომუშავების მიზნით აკეთოთ ის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment