fbpx

რა არის საჭირო იმისთვის რომ იყო წარმატებული

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

ადამიანს, მარტო სწავლა და შრომა არ ხდის წარმატებულს. არც გარეგნობა, სიმდიდრე და ოჯახისშვილობა არ არის საკმარისი წარმატებისთვის.

როცა არ ფიქრობ წარმატებაზე, არ სწავლობ იმისთვის, მხოლოდ წარმოაჩინო, არ შრომობ იმისთვის, ვინმემ დაგინახოს ან დაგიფასოს, მაშინ შენ გაქვს მონაცემი იმისა, გახდე წარმატებული.

გარდა შენი თავისა, აუცილებლად უნდა გაწუხებდეს სხვა ადამიანების ბედი, აუცილებლად უნდა გქონდეს სხვისი დახმარების სურვილი. უნდა იყო მოსიყვარულე და მოწყალე. ამ შემთხვევაში წარმატების სწორ გზაზე დგახარ.

რთულია მიაღწიო წარმატებას, მაგრამ უფრო რთულია წარმატების შენარჩუნება. ხშირ შემთხვევაში ღრმა ადამიანს უმართლებს წარმატებასა და სიყვარულში. თუმცა, ბოროტიც არის წარმატებული და ბედნიერი, ოღონდ დროებით. აგრესიული ადამიანები ვერასოდეს ინარჩუნებს წარმატებას, არ უმართლებს სიყვარულში და ვერ ინარჩუნებს სიმაღლეზე ყოფნას.

შენ არ უნდა იცოდე, არ უნდა ამბობდე კეთილი რომ ხარ, ამას შენს გვერდით მდგომი ადამიანები უნდა ამბობდნენ. თუ მართლა კეთილი ხარ, სხვისი უმადურობა არ უნდა გაწუხებდეს, შენს გაკეთებულ სიკეთეზე მადლობას არ უნდა ითხოვდე. მყარი წარმატება, გონიერი, კეთილი, უანგარო ადამიანის ხვედრია. ზოგჯერ წარმატება გამოცდაა ჩვენი, ან ვაბარებთ ამ გამოცდას ან ვერა.

მხოლოდ ღრმა, კეთილშობილი და გონიერი ადამიანია თავისუფალი. თავისუფალი ადამიანი არ ერჩის, არ განიკითხავს, არ დასცინის სხვას. სიღრმეს და ნებისყოფას, დროის სწორად გამოყენებას და პასუხისმგებლობას მივყავართ წარმატების გზაზე.

სიღრმისეულად განათლებული და ინტელექტუალური ადამიანი არასოდეს არ არის აგრესიული და შეუვალი. თუმცა არსებობენ მოჩვენებითათ განათლებული და დახვეწილი ადამიანები.

ჩვენ ვერასოდეს ვერ მივხვდებით ჩვენ სიღრმესა და დიდებას, მხოლოდ ხალხმა უნდა აღიაროს ეს ყველაფერი.

ჩვენ ყველანი კეთილშობილები, ჭკვიანები, ნიჭიერები, ღრმა და წესიერები ვართ. მე არ შემხვედრია ადამიანი რომელიც ამბობს, მე უნიჭო, ბოროტი, შურიანი და კაცთმოძულე ვარო. ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ, ეს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და გვერდში მდგომმა ადამიანებმა უნდა თქვან.

არ იჩქარო, დიდხანს იფიქრე. მშვიდად, სწორად დაგეგმე მომავალი, ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა და რისთვის იბრძვი, რისთვის ან ვისთვის ცოცხლობ და ცხოვრობ. რისთვის გინდა, ან რას მოგცემს წარმატება.

მიყვარხარ ადამიანო.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment