fbpx

“სიტყვას იმხელა ძალა აქვს, სამყაროს შეცვლა შეუძლია”

ავტორი ნინო გონგაძე
897 ნახვა
0 კომენტარი
6

სიტყვის ძალა!

სიტყვას იმხელა ძალა აქვს, სამყაროს შეცვლა შეუძლია. ძალაგამოცლილს, ყველაფრისგან დაღლილს რომ გგონია მორჩა, ამას ვეღარ გაუძლებ, უცებ საიდანღაც, ვიღაც შენი მიმართულებით გადმოისვრის თბილ, პოზიტიურ სიტყვას, რომელიც ერთიანად გამოგაფხიზლებს. ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს. მომავლის იმედს ჩაგისახავს. საშინლად მოქმედებს გაუაზრებლად ან გააზრებულად ნათქვამი უარყოფითი სიტყვები, რომლებმაც შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს სხვას.

ყოველდღიურად უამრავი სიტყვა იფრქვევა სამყაროში. ვეცადოთ თბილი და პოზიტიური სიტყვები გავგზავნოთ ადამიანებთან. რადგან ერთ სიტყვას შეუძლია საოცრებები გაკეთებინოს, შეუძლებელი შეგაძლებინოს, გადაგარჩინოს.

უღიმღამო დღე გააფერადოს. ყველაფერი ყირამალა დააყენოს. რომ გგონია სიარულსაც ვერ შეძლებ, გაფრენა შეძლო.

სიტყვას დიდი ძალა აქვს. სანამ წარმოვთქვამთ, დავუკვირდეთ. იქნებ შევძლოთ და ერთი სიტყვის გაჟღერებით დღე სასიამოვნოდ შევუცვალოთ ერთმანეთს. ❤️

თეა მანგოშვილი

0 კომენტარი
6

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი