fbpx

ცხოვრების ერთი პატარა დეტალი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი

ავტორი ჟოლო
108 ნახვა

მწარეა სიმართლის მოსმენა, გააჩნია ვინ გეუბნება და რა ფორმით.

არიან ადამიანები, რომელებიც გულახდილად, კეთილგანწყობით და სიყვარულით მიგითითებენ შეცდომებზე, არგუმეტირებულად გეუბნებიან რაში შეცდი, რა გააფუჭე. 
თუ ადამიანი, თავის აზრს გეუბნება მხოლოდ იმიტომ, რომ გამოასწორო, მეორედ არღარ დაუშვა შეცდომა და მიგითითა კარგისკენ, ასეთ ადამიანს უნდა ჩაებღაუჭო და გვერდიდან არ უნდა მოიცილო, უნდა იმეგობრო მასთან და დააფასო მისი კეთილგანწყობა.

არის ადამიანის კატეგორია, რომელიც ნიშნის მოგებით, სახალხოდ, ყველას გასაგონად გაძლევს შენიშვნას. დამამცირებელი ტონით მიგითითებს, რომ შტერი ხარ და დებილი. ასეთი ადამიანი ,,წარმოაჩენს” თავის თავს და ხაზს უსვამს თავის უპირატესობას. მას, ისე, რომ ვერც ხვდება, ქვეცნობიერად უხარია შენი შეცდობა, სახე დაკარგული, აგრესიული მიგითითებს, რომ შენ შეცდი და არასწორად მოიქეცი.

არიან ისეთებიც, რომლებიც შენ შეცდომაზე ხალისობენ, უხარიათ, ერთობიან და გაქეზებენ, რათა კიდევ დაუშვა შეცდომა, რომ უფრო მეტად დაგამცირონ, დაგცინონ, გაერთონ და გაიხალისონ ცხოვრება.

იყავი ფხიზლად და გამოიცანი კეთილის მსურველი, ჩაეჭიდე და მოუსმინე.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment