როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ ის ერთადერთი ადამიანიც კი, რომელსაც არასდროს უნდა ეტკინა ჩვენთვის გული – გვატკენს. შენ გეტკინება და ატკენ სხვებს. შენ იჩხუბებ შენს საუკეთესო მეგობართან, ან გახდება ის შენთვის უფრო მეტი ვიდრე მეგობარი და როდესმე იტირებ, თუ როგორ სწრაფად გავიდა დრო….. ამიტომ, გადაიღე ბევრი სურათი, მიუტევე თავისუფლად, გაიღიმე ისე, თითქოს არასდროს უტკენიათ შენთვის გული. ცხოვრება მოდის ტაიმაუტების, მე-2 შანსებისა და გარანტიების გარეშე, შენ უბრალოდ უნდა გამოიყენო ის ბოლომდე, უთხრა შენთვის ძვირფას ადამიანებს, თუ რას ნიშნავენ ისინი შენთვის, არ შეგეშინდეს უსამართლობასთან დაპირისპირების, იცეკვო თავსხმა წვიმაში, გეჭიროს ვინმეს ხელი, ჩაგეძინოს მზის ამოსვლასთან ერთად, გქონდეს ფლირტი და შეუქმნა კომფორტი ირგვლივ მყოფებს. ნუ გეშინია, რომ გამოიყენო შანსები ან შეგიყვარდეს და ყველაზე მთავარი – დატკბი ყოველი მომენტით, რადგან ნებისმიერი წამი, რომელსაც ატარებ სიბრაზეში არის ის ბედნიერების წამი, რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ…
წყარო: ინგა ბერაძე
