fbpx

არასდროს არის გვიან საკუთარ თავთან დაბრუნება

ავტორი ჟოლო
834 ნახვა

ხდება ხოლმე თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ სხვა ადამიანებს უფრო წინ აყენებთ, ვიდრე საკუთარ თავს? სხვა ადამიანების აზრს, შეხედულებებს, წარმოდგენებს, მოლოდინებს და ცდილობთ მათ მოერგოთ?

და როგორ ვექცევით ამ დროს საკუთარ თავს?
ვკარგავთ და გულს ვტკენთ…
ვიკარგებით საკუთარ ცხოვრებაშივე და მეორეხარისხოვანი როლი გვაქვს საკუთარ ცხოვრებაში.

ამ დროს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან გულწრფელები არ ვართ, რადგან ჩვენ რაღაც გვინდა მათგან სანაცვლოდ.

და რა გვინდა?

თანხმობა, აღიარება, მოწონება, სიმშვიდე, კომფორტი, ჩვენზე კარგი წარმოდგენა, მიმღებლობის შეგრძნება, შეგრძნება რომ მნიშვნელოვანები ვართ, რომ მათ ვჭირდებით და ა.შ.

როდესაც ამას გარეთ ვეძებთ, ძალიან დიდ ენერგიას, დროს ვკარგავთ, დიდი ძალისხმევის ფასად გვიჯდება და თან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვისხლტება ხელიდან – რომ რასაც ვეძებთ იმის წყარო თავად ჩვენ ვართ და თუ ამ ძიებას შევწვეტთ, უბრალოდ შევამჩნევთ, რომ სავსეები ვართ და უკვე ვართ ის, რასაც ვეძებდით.

ჩვენში უდიდესი შინაგანი ძალაა საკუთარ თავს თავად მივცეთ ის, რასაც სხვებისგან ვითხოვთ და აქედან იწყება საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან გულწრფელობა და თავისუფალი ცხოვრება.

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, მასში მთავარი როლი თქვენ რომ გქონდეთ?

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება თავის უფალი რომ იყოთ?

არასდროს არის გვიან საკუთარ თავთან, ნამდვილ თავთან დაბრუნება.

სიყვარულით, თინათინ ბასილაია

ფოტო: Armaz Tsetskhladze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment