99
ადამიანის უდიდესი შეცდომაა, როცა ის ფიქრობს, რომ სუსტი და ცუდია. ადამიანი ძლიერი და ნათელია. სუსტი და ცუდი – ეს ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრებია და არა თვითონ ადამიანი. ეს იმიტომ, რომ ადამიანი არ არის საკუთარი ჩვევები, სურვილები და აზრები, ადამიანი არის – სული.
სულს ღვთიური ძალა გააჩნია, აქედან გამომდინარე, სულს შეუძლია შეცვალოს ყველა და ყველაფერი და მათ შორის ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრები.
თქვენ ძლიერი და ნათელი ხართ და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თავი და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ თქვენი ცხოვრება და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ, რადგან შეუძლია ღმერთს თქვენში! 🙂
სიყვარულით რამაზ გიგაური