fbpx

რწმენა თუ ეჭვები? რას აირჩევ?

ავტორი ჟოლო
449 ნახვა

დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ჩემი  გაცნობიერება ერთ საინტერესო საკითხზე და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის განხილვა.

ცხოვრებაში  როცა რამე ჩვენი სურვილების წინააღმდეგ ხდება, გვიპყრობს იმედგაცრუება და  ადამიანთა უმეტესობა იწყებს ნეგატიურად ფიქრს საერთოდ ყველაფერზე. კარიერა, პირადი ცხოვრება, ფინანსები, ჯანმრთელობა და ა.შ.  ზოგი ადამიანი ამას ”ცივი გონებით” ფიქრს ან რეალიზმს უწოდებს.  მოდით, შევხედოთ რა ხდება ამ დროს.  ჩვენი გონება, ფიქრები და აზროვნების მიმართულება სრულიად იცვლება ნეგატივისკენ. ამ დროს ზუსტად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს, ზუსტად მილიონი კილომეტრით შორს ვართ ჩვენი ოცნებებისგან და იმ დიდებული მიზნებისგან, რომლებზეც ყოველ დღე და ღამე გვეფიქრება. გვაქვს მილიონი ეჭვი და არგუმენტი რატომაც არ შეიძლება გამოვიდეს ეს ყველაფერი, მილიონი არგუმენტი, რომ ეს შეუძლებელია, ათასი იმედგაცრუება წარსული გამოცდილებისგან,  უამრავი მარცხი,  ”სასტიკი” რეალობა და დღევანდელი ცხოველური კონკურენცია…

მოკლედ, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მიზეზები და მტკიცე არგუმენტები რატომაც შეუძლებელია ოცნების ასრულება, მიზნის მიღეწევა და თუ ამ კუთხით მივუდგებით, უსასრულოა სია ეჭვის, რომ არაფერი გამოვა, რომ ეს შეუძლებელია და  საინტერესო ისაა, რომ ეს ნეგატიური ფიქრი  ღრმავდება და ძალას იკრებს, მხოლოდ მაშინ როცა ყურადღების ფოკუსს ერთი წამით მაინც მოვაშორებთ ჩვენს ოცნებებს, მიზნებს და რწმენას, ეჭვით ჩავანაცვლებთ.

ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება გონებაში. გჯერა, რომ ყველაფერი გამოვა- ხედავ გზებს, როგორ შეიძლება გამოვიდეს ეს ყველაფერი, გემატება ძალა და მოტივაცია გადადგა მთები. გაჩნდება ეჭვი და ჩნდება მილიონი მიზეზი, მილიონი იმედგაცრუების მომენტი ამოტივტვდება წარსულიდან ….ვფიქრობთ, რომ  არაფერი გამოვა და მერე ისევ თავიდან. ეს მოჯადოებული წრეა თითქოს. გადის დროს და თუ დავუფიქრდებით მივხვდებით, რომ ხშირ შემთხვევაში ცხოვრება ამ ფიქრებთან ჭიდილში, ბრძოლაში გადის… ბრძოლა ”რწმენა -ეჭვების წინააღმდეგ!”

რას აირჩევ? რას დაიჯერებ? რას მიანიჭებ მნიშვნელობას? რას გააძლიერებ შენს ცხოვრებაში? რისი რწმენით გაააკეთებ არჩევანს ყოველ დღეს? აი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ყველაზე მნიშვენელოვანი გადაწყეტილება ჩვენს ცხოვრებაში.

მე, ჩემის მხრივ, ყველას გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონოდეთ თქვენი თავის, თქვენი ოცნების და თქვენი მიზნების ისეთი მყარი რწმენა, რომ ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს თქვენთვის ხელის შეშლა.  ვერც ერთმა დამარცხებამ, ვერანაირმა ტკივილმა და ვერანაირმა შიშმა. რაც არ უნდა რთული იყოს ჯერ აირჩიეთ რწმენა!  რწმენა ჩაინერგეთ იმდენი, რომ  ეჭვების  ადგილი აღარ დაგრჩეთ აღარც გულში, არც სულში და სხეულის არცერთ ნაწილში. შეიარაღდით ურყევი რწმენით და ყოველ დილით აირჩიეთ შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევა. აირჩიეთ გახდეთ გამარჯვებული ყველაზე ღირსეულ ბრძოლში, საკუთარ თავთან ბრძოლაში.   მიიღეთ პოზიტიური გადაწყევტილება და გჯეროდეთ, რომ თქვენი რწმენის დახმარებით, სასწაულების გაკეთება შეგიძლიათ! ირწმუნეთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ, რადგან რისიც გჯერათ, იმის მოლოდინიც გაქვთ, ხოლო თქვენ მოლოდინს თვითაღსრულებადი ფუნქია გააჩნია. ასე, რომ ყოველდღე ელოდეთ საუკეთესოს და გახსოვდეთ რომ ”თუ შეუძლია სხვას ე.ი შეგიძლიათ თქვენც.”

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment