fbpx

დრო საკუთარი რენესანსისთვის

ავტორი ნინო გონგაძე
117 ნახვა

გარბის დრო – წუთები, საათები, დღეები, თვეები და წლები, იმ სინანულის შეგრძნებით, რომ ის არასოდეს დაბრუნდება.

ჩართულები ვართ ყოველდღიურობის ფორიაქში, დარდში და წუხილში პრობლემებზე და არასდროს გვრჩება საკუთარი თავისთვის დრო. მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს გამოკიდებულები (დღეს ყველაფერი ამაზე პროპაგანდირებს, როცა ვფიქრობთ რა ჩავიცვათ, როგორ გამოვიყურებით საკუთარი თავის, მეგობრების თუ საზოგადოების წინაშე), სულ უფრო მცირე დროს ვუთმობთ საკუთარ თავთან დიალოგს. ნაკლებად ან საერთოდ არც ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვებს – ვინ ვართ, რატომ ვართ და რისთვის ვართ? მითუმეტეს არ ველოდებით პასუხს.

როგორ ფიქრობთ, რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ პირველი – პასუხი უცებ არ მოდის  და ამას მუშაობა ჰქვია საკუთარ თავთან. ამისთვის დრო არ გვაქვს.

მეორეც იმიტომ, რომ თუ კი პასუხს ვიპოვით შეიძლება, საერთოდ  აზრი დაკარგოს ჩვენს ბობოქარ ცხოვრებაზე იმიტაციამ – მოუცლელობაზე, საჭიროებაზე იმ საქმეში, რომელსაც წლებია შევწირეთ და მიუხედავად იმისა, რომ  გამუდმებით ვწუწუნებთ –  ის, შესაძლებელია სულაც არ აღმოჩნდეს ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება.

…და გვეშინია. მაშ  სხვა რა ვქნა? მე ხომ ამდენი წელი ვაკეთებ ამას?..

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პასუხი რომელსაც იპოვი, სულაც არ არის შენი კომფორტის ზონაში, სადღაც არის, იქ  – გაურკვევლობაა.

ახალი საქმე? არა, ეს ოცნებაა! მე რეალისტი ვარ! ცხოვრება ისეთი არ არის როგორც ჩვენ გვინდა! ასე ველაპარაკებით საკუთარ თავს, ამას ვასწავლით შვილებს და მერე გვიკვირს, რატომ ვერ ხდებიან ისინი ბედნიერნი? რატომ არ არიან ჰარმონიაში შინაგან და გარეგან სამყაროსთან? ჩვენ ხომ არაფერი დაგვიკლია…?

თქვენ რას აკეთებდით? გაიხსენეთ? თქვენ შვილს რომ არაფერი „მოკლებოდა“, საკუთარი ცხოვრება არც კი გქონდათ.  თუ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს და არ ისწავლით როგორ გახდეთ ბედნიერები, თქვენი შვილიც გაიმეორებს თქვინივე მოქმედებების მოდელს და ასევე ასწავლის შთამომავლობას – როგორ არ უნდა იყვნენ ბედნიერები, შვილების გულისთვის… ეს ჩაკეტილი წრეა.

ჩემი წინადადებაა – შეუდექით საკუთარი თავის რენესანსს!!! ასაკის, ეროვნების, სოციალური სტატუსის მიუხედავად და საკუთარ მაგალითზე ანახეთ შვილებს და ყველას – როგორ შეიძლება შეცვალოთ ცხოვრება, სწორი გადაწყვეტილებების მიღების და მოქმედებების შედეგად.

შექმენი საკუთარი ცხოვრებიდან შედევრი!

ჩემმა 25 წლიანმა დაკვირვებამ თვალნათელი გახადა (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), რომ ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: აღმოაჩინო შენი პოტენციალი, გახსნა ის ბოლომდე და დაეხმარო სხვებს.

გამახსენდა ერთი ისტორია, რომელიც დიდი ხნის წინ სემინარზე მოჰყვა სპიკერმა და დამამახსოვრდა მთელი სიცოცხლე. ის, ეხება ყმაწვილს, რომელმაც რჩევის სახით დახმარება სთხოვა ბრძენ მასწავლებელს. მან გამოთქვა სურვილი, რომ ეცხოვრა ღირსეულად და აზრიანად. მასწავლებელმა ჰკითხა:

– და რა შედის შენს გეგმებში?

– მე დავასრულებ სკოლას და ჩავაბარებ უნივერსიტეტში.

– და მერე? – ჰკითხა მასწავლებელმა.

– შემდეგ ვიშოვი სამსახურს, ავაწყობ კარიერას და შევქმნი ოჯახს.

– და მერე? – ისევ, ჰკითხა მასწავლებელმა.

– შემდეგ, მე ბევრს ვიმუშავებ, გავიუმჯობესებ ფინანსურ მდგომარეობას და მეყოლება შვილები – ენთუზიაზმით და გაბრწყინებული თვალებით ლაპარაკობდა ბიჭი.

– და მერე? – ჰკითხა მასწავლებელმა.

ერთი და იგივე კითხვის დასმამ გააღიზიანა ყმაწვილი და ცოტა არ იყოს ბრაზით უპასუხა:

– ალბათ გავმდიდრდები, გავზრდი შვილებს და გავალ პენსიაზე.

მაშინ მასწავლებელმა ისევ დაუსვა ეს მომაბეზრებელი შეკითხვა:

– და მერე?

ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ხმას აუწია:

– ალბათ, დავბერდები და მოვკვდები. ასე მგონია.

– და მერე რა? – ჰკითხა მასწავლებებლმა.

ბიჭი იყო აფორიაქებული და აღშფოთებული ამ კითხვით, მაგრამ თავი დახარა და ჩაილუღლუღა:

– მე რა ვიცი, მერე რა!?

მაშინ, მასწავლებელმა უპასუხა:

-ახალგაზრდავ, სანამ შენ არ უპასუხებ ამ ბოლო კითხვას, დანარჩენები არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

ალბათ, მიმიხვდით რისი თქმაც მინდა?

მცირეოდენი ექსკურსი წარსულში: მე-16-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში იწყება ინტელექტის და ხელოვნების აღორძინების ხანა. შემოქმედებითი აღმავლობა. ამან, მოსაწყენი შუა საუკუნეების მერე, მიიღო ოქროს ხანის ანუ რენესანსის სახელწოდება. ეს იყო დრო ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და რაფაელი. იმ დროს ქრისტოფორ კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა. ფართოვდებოდა ადმიანების წარმოდგენა და მსოფლმხედველობა. ვასკო და გამამ გასცურა ინდოეთამდე, კორტესმა სამხრეთ ამერიკაში, დადგა მეცნიერების აღორძინების ხანა. კოპერნიკმა აღმოაჩნა რომ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო და არა პირიქით. საბეჭდი დაზგა იქნა გამოგონილი. ეს იყო აქამდე წარმოუდგენელი, არარსებული ინტელექტუალური მიღწევების და ენერგიის აფეთქების ხანა. ახლა იდეების ასეთი მოდინება არ ახსოვს კაცობრიობას

მე-20-ე საუკუნე სამეცნიერი ტექნიკური პროგრესის ხანა. გავიხსენოთ: ძმები რაიტები, გენრიჰ ფორდი, თომას ედისონი, ტესლა, ციალკოვსკი, აინშტაინი, ბილ გეიტსი… უამრავი აღმოჩენა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ პროგრესს.

21 საუკუნეში ყველას შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი რენესანსი.

არასდროს, ადრე კაცობრიობის ისტორიაში, პიროვნება არ ყოფილა ამდენი იდეის შეტევაში, ცვლილებების და ვარიანტების შესაძლებლობებში. ძველი ხსნის ახლისთვის გზას, რომლებიც პირდაპირ უცვლის ჩვენს ცხოვრებას სახეს.

ხშირად, ეს ცვლილებები გვაშინებს და გვაფრთხობს. ასე არ უნდა იყოს!..

ჩვენი ქვეცნობიერი, წარმატებით ითვისებს ახალ რეალობას და გვატყობინებს, ჩვენს წინ გადაშლილ ახალ შესაძლებლობებზე.

დადგა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის პერიოდი. ნელ-ნელა ხალხისთვის გასაგები ხდება, აზრების ძალა, გონების შესაძლებლობები. თითოეული ჩვენთაგანისათვის ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერი ინფორმაცია და ამ ზღვა ინფრმაციის ნაკადში, თავისუფლად შეიძლება მოახდინო – შენი დანიშნულების რეალიზაცია და ხალხის სამსახურში ჩაყენება.

ჩვენი რწმუნებულებები, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვინერგეს (და არა მარტო …), თავისუფლად შესაძლებელია შეიცვალოს და ხედვა გაგვიფართოვდეს. შესაძლებელია, ვისწავლოთ აზრების მართვა და შემდეგ რეალობაში გარდაქმნა.

ახლობელმა ერთხელ მითხრა – ჩვენ ვართ წერტილი სამყაროსთან შედარებით და  ვართ მთელი სამყარო, წერტილთან შედარებითო. სწორედაც, რომ ასეა. ჩვენშია ის სამყარო რომელსაც ჩვენი აზრებით, წარმოსახვით და  შემოქმედებითი მიდგომით ვქმნით.

არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ და ამაში აბსოლუტური თავისუფლება გვაქვს.

შემოქმედებითი მიდგომა – საჭირო უნარებია წარმატებული ცხოვრებისთვის. საბედნიეროდ, ეს თვისება შეიძლება განავითარო, რადგან ის ბოძებული გვაქვს დაბადებიდან. გაღვიძებული შემოქმედებითი სული, ნიშნავს მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი ინტუიცია. ეს მიდრეკილება, რეგულარულად და მუდმივად წყვიტავს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურ წარმოქმნილ პრობლემებს – უნიკალური, ნოვატორული და არასტანდარტული აზრების სახით.

წინსვლა და წარმატებები გელოდებათ თქვენ, თუ დაიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას.

იპოვეთ დრო საკუთარი რენესანსისთვის!

გახსენით და გამოიყენეთ შინაგანი შემოქმედებითი სული და ის გადააქცევს თქვენს ცხოვრებას სახალისო თავგადასავლად.

თამარ კვარაცხელია

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment