fbpx

მიზნის ძიება, პრაქტიკული სავარჯიშო და კითხვა, რომელზეც წარმატების 90%-ია დამოკიდებული

ავტორი ჟოლო
1,071 ნახვა

ადამიანების ცხოვრების  გასავლელი გზა ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ვიღაცას დაუწაესებია – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… ამ გზას ის გადის ” ავტოპილოტის” რეჟიმში. რა თქმა უნდა, კარგია თუ ზემოთ აღნიშნულის შემდგომ მიხვდებით – საქმე, რომელსაც აკეთებთ არის თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის აზრი (აქ მთავარია, იყო მართალი საკუთარ თავთან).

თუმცა, ხშირად ეს ასე არ ხდება.

ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი არჩეული საქმით თავი ძლივს გაგაქვთ. დაღლილი, გაღიზინებული და დათრგუნული ხართ მონოტონური ცხოვრების ჭიდილში. წლების მერე გადახედავთ ცხოვრებას და არც კი გახსოვსთ, სად გაქრა თქვენი სიცოცხლით სავსე, საუკეთესო წლები.?

და თუ ამ ყოველივეს ოდნავ ახალგაზრდა მიხვდებით, იწყებთ ახალი პროფესიის დაუფლებას. არის საშიშროება, რომ მორიგი სერთიფიკატის ან დიპლომის აღების შემდეგაც,  დადგებით იგივე დილემის წინაშე. ისევ აღმოჩნდები  ხაფანგში, სადაც ყოველი დღე წინამორბედის დღის მსგავსია.

სად არის გამოსავალი?

წარმატების 90% დამოკიდებულია კითხვაზე:

რატომ უნდა აკეთო არჩეული საქმე?

მხოლოდ 10% არის დამოკიდებული იმაზე:

როგორ უნდა აკეთო არჩეული საქმე?

ვგრძნობთ, რომ საქმეს რომელსაც აკეთებთ არ გვანიჭებს სიამოვნებას?

მიზნის არჩევა უნდა მოხდეს ჩვენივე გადმოსახედიდან და არა იქიდან, რა უნდა ჩვენს ახლობლებს ან საით ისწრაფიან სხვები. ჩვენი მიზანი უნდა მოვიაზროთ არა როგორც  საბოლოო წერტილი, არამედ ერთ-ერთი მცირე მიზანი  უფრო დიდი მიზნის მიასაღწევად…

შეიძლება თამამად ითქვას, რომ

მიღწეული მიზანი – ეს არის თვითდამკვიდრება და აღიარება იმისა , რომ ვდგავართ სწორ გზაზე და ვყალიბდებით ისეთ პიროვნებად, როგორიც გვინდა.

შემოგთავაზებთ, მიზნის საძიებელ პრაქტიკულ სავარჯიშოს:

დაჯექით თავისუფლად, მოეშვით, რათა მისცეთ აზრს თავისუფლება. უპასუხეთ კითხვებს. პასუხები დაწერეთ. თუ შეიძლება არ აკონტროლოთ და არ შეაფასოთ რასაც წერთ. ჩაწერეთ ის რა აზრიც მოგდით თავში. არანაირი პირობა, არანაირი შეზღუდვა. მიეცით თქვენს აზრებს თავისუფლება.

1. მე რომ ამჟამად მჭირდებოდეს სამსახური და მქონდეს ამის საშუალება, ყველაზე მეტად რითი დავკავდებოდი? ( რა გინდათ  აკეთოთ ყველაზე მეტად?)

2. მე  რომ მქონდეს მილიონი, რას ვიზამდი? ( არ უპასუხოთ ასე – “ვალებს გადავიხდიდი.” რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდი. უბრალოდ,  დაივიწყეთ ყოფითი წვრილმანი. წარმოიდგინეთ ზუსტად ის პასუხი, რასაც გულისხმობს კითხვა. დაფიქრდით, სინამდვილეში რას გააკეთებდით?)

3. მე რომ გავიგო, დამრჩა ექვსი თვის სიცოცხლე, რას ვიზამდი დარჩენილი თვეების განმავლობაში? რას მოვიმოქმედებდი?  (ექვსი თვე სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში).

ყურადღებით წაიკითხეთ პასუხები. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, შესაძლებელია, პასუხები მოგეჩვენოთ სასაცილოდ ან თუნდაც, შეუძლებლად. ეს კარგია, ეს ნორმალურია. ამ პასუხებმა უნდა გაპოვნინოთ,  თქვენი ცხოვრების  მთავარი არსი და მიზანი.

საბოლოო კითხვა, რაც უნდა დავსვათ: რას მომცემს წინა კითხვაზე გაცემული პასუხების რეალიზება?

როდესაც ამ კითხვასაც უპასუხებთ, ისევ გაიმეორეთ შეკითხვა: მიღებულმა პასუხმა რა შეიძლება მომცეს? და  ა.შ. გაიმეორეთ მანამდე, სანამ  არ ამოგეწურებათ პასუხი. აი, მაშინ კი ნამდვილად იპოვით სწორ პასუხს, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება. როცა აღმოაჩენთ ბოლო პასუხს, თუ გაკმაყოფილებთ, მიიღეთ ის მთელი გულით.

ჩვენს  დღევანდელ აზრებზე და ქმედებებზეა დამოკიდებული ხვალინდელი დღის შედეგი.

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები