კრიზისი (ბერძ. κρίσις — გადამწყვეტი, გარდატეხის მომენტი) — მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობა; დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება, მძიმე გარდამავალი პერიოდი, რისამე მწვავე ნაკლებობა (განსაკუთრებით ითქმის მოხმარების საგნებზე, პროდუქტებზე). (წყარო: ზურაბიშვილი, გობრონიძე,, სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)
ეს განმარტება ბიზნესს ერგება, თუმცა კრიზისი დგება ყველას ცხოვრებაში ასაკობრივი კრიზისი, ქორწინების კრიზისი… კრიზისები გარდაუვალია, ამის გარეშე უბრალოდ ადამიანის ზრდა-განვითარება შეუძლებელია.
ზოგჯერ ვუმკლავდებით, კრიზისებს, ზოგჯერ ვერ. რა არის კრიზისებთან ვერ გამკლავების მიზეზი? რესურსის არ ქონა, იგივე რესურსებზე წვდომის არ ქონა.
რა არის რესურსი? უნარი, ემოცური თუ მატერიალური შესაძლებლობა, სოციუმთან ნაყოფიერი კავშირები და ა.შ.
ფლობდე ცოდნას შენი რესურსების შესახებ ეს დიდი წყალობაა. ხშირად რაიმეს ისე ვაკეთებთ ვერც კი ვხვდებით, რამხელა რესურსის მატარებლები ვართ.
რესურსებზე წვდომა დაბადებისთანავე გვეძლევა. თუმცა, კი ხშირად, ცხოვრებისეული ტრავმატული ან თუნდაც სტრესული სიტუაციების დროს გვეკარგება, გვებლოკება მათზე წვდომა. სწორედ ამიტომ ხდება, ერთასა და იმავე პრობლემასა თუ ცხოვრებისეულ დაბრკოლებას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს, განიცდის და უმკლავდება ან ვერ უმკლავდება.
ხშირად უუნარობას, ურესურსობას გენეტიკას, ყოფილ პარტნიორს, მშობლებს, ბავშვობას და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ რამეს ვაბრალებთ. ვწუხვართ, ვდარდობთ, ვწუწუნებთ, მივტირით. ეს ბუნებრივია ამ ეტაპს ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ყველა ადამიანი გადის, თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის “ბრალდებების” ეტაპსაც. საქმე იმაშია, რომ მრავალი ადამიანი ამ ეტაპზე იჭედება, ან კიდევ, ცოტას ამოისუნთქავს და ისევ, ხელახლა, იგივე პრობლემების წრეზე მიდის.
თუ ზემოთ აღწერილი შენ ცხოვრებაში ხდება, თუ მუდმივად სხვები შენ ვალში არიან, ან შენი ცუდად ყოფნა მუდმივად სხვების ბრალია, თუ ერთ წრეზე ტრიალებ და თუ ხვდები, რომ ასეთი ყოფა წინსვლასში, ურთიერთობებში, საქმიანობასა და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლის. ესე იგი, კრიზისში ხარ, რომლის განმარტებაც ჩინურად ორი იეროგლიფით გამოისახება ერთი აღნიშნავს “საფრთხეს”, მეორე – “არარელიზებულ შესაძლებლობებს.” საქმე ისაა, რომ შენ მხოლოდ საფრთხეს ხედავ, რაც გაშინებს შიში კი აღქმის უნარს აქვეითებს, როგორც სამი კოენი იტყოდა შენში “ამგდები” ღილაკები ისევ მუშაობს, რის გამოც შესაძლებლობები შეუმჩნეველი გრჩება.
ყოველივე ზევით აღწერილს, თუ საკუთარ თავზე დაკვირვებით თავს ვერ ართმევ, მაშინ სხვისი დახმარება გჭირდება. და ეს სულაც არ არის სათაკილო. პირქით, როცა არარეალიზებულ შესაძლებლობებს ყურადღებას დაუთმობ და მიჩქმალულ რესურსებს გამოაღვიძებ, შენში შეიცვლება ხედვა, გაჩნდება შინაგანი საყრდენი, თვითრწმენა და ხალისი, ხალისი ცხოვრებისა.
ნატა ნარიმანიძე
პირადი სესიები, ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა თანამედროვე ფსიქოკონსულტაციური ტექნიკებით, NLP ტექნიკებით, არტთერაპიით, მეტაფორული ბარათებით. ტრავმაზე მუშაობა RPT თერაპიით. ფსიქოტიპის დადგენა ენეაგრამა დიაგნოსტიკით. – Nata Narimanidze • RPT Therapy
