fbpx

დაეუფლეთ თვითქოუჩინგს – ბესო კაიშაური

ავტორი ჟოლო
3.8K ნახვა

სცადეთ ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი შეკითხვები:
1. ცხოვრებაში რა მაძლევს ბედნიერების განცდას? (ეს ხაზს უსვამს მიზანს და განგაწყობს სასიამოვნოზე);
2. რა მაღელვებს ყველაზე მეტად? (ხდება პრიორიტეტების დაზუსტება);
3. რაზე ვარ ყველაზე მეტად მიჯაჭვული და რისი ან ვისი მადლიერი ვარ? (ხდება ფასეულობების გადახედვა);
4. ვინ მიყვარს ყველაზე მეტად?(აძლიერებს ენეგეტიკას)

დღის დასასრულს კი ასეთი კითხვები დაუსვი თავს:

1. რა გავეცი და რა მივიღე? (ხდება კეთილ საქმეთა ინვენტარიზაცია);
2. რა ვისწავლე? (სანამ ვსწავლობთ – ვიზრდებით!)
3. დღევანდელმა დღემ რამდენად წამწია წინ?(ფოკუსირება ცხოვრების მიზანზე)

ასეთ კითხვებზე პასუხებით მოქმედებაში მოგვყავს ქვეცნობიერის მძლავრი მანქანა და – მთელი ჩვენი ენერგეტიკული მოწყობილობა.

გისურვებთ წარმატებებს!

ბესო კაიშაური, იურისტი, მწერალი, ქოუჩი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment