fbpx

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან?!

ავტორი ჟოლო
668 ნახვა

ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, მაგრამ არც გამოცდილება გაქვთ და არც საწყისი კაპიტალი? ე.ი. ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა და კარგი იქნება, თუ მას გულდასმით შეისწავლით. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ნამდვილად არ ინანებთ. აღნიშნულ ინსტრუქციაში ავხსნით ყველა იმ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ახალბედა ბიზნესმენებს საქმის წამოწყებას გაუადვილებს და წარმატებას უფრო მიუახლოვებს.

იმისთვის, რომ ბიზნესი მინიმალური რისკებით და წარმატების დიდი შანსებით დაიწყოთ, ეს 10 რკინის წესი გაითვალისწინეთ.

1.კრედიტი

არასოდეს აიღოთ კრედიტი ბიზნესი კრედიტით, თუ საქმის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება არ გაქვთ.

2.”ვარდისფერი სათვალეები”

ბიზნესის წამოწყებამდე, მოიშორეთ “ვარდისფერი სათვალეები” და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: “რას დავკარგავ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში”?

3.ყველაფრისთვის მზად იყავით

მზად იყავით მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. გაითვალისწინეთ, როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური განვითარების შესაძლებლობები.

4.აუცილებელი თანხა

არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ბიზნესი ფულით, რომელიც სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებისთვის გჭირდებათ (ბავშვების განათლები, მკურნალობა, კრედიტის თანხა და ა.შ.)

5.შეისწავლეთ ბაზარი

გულდასმით შეისწავლეთ ბაზარი და თქვენი შესაძლებლობები. გაარკვიეთ რა რესურსებს ფლობთ კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად.

6.სუპერ პროექტები

არ დაკავდეთ გაურკვეველი ან მეგა პროექტებით, რომელიც თანხის დიდ დანახარჯებს მოითხოვს.

7.გამოცდილების გაზიარება

შეძლებისდაგვარად დაელაპარაკეთ უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას თავის საქმეში და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

8.საქმე, რომელშიც ერკვევით

დაიწყეთ ბიზნესი იმ სფეროში, რომელსაც იცნობთ.

9.დაგეგმეთ

ჩამოწერეთ ბიზნესის განვითარების ყოველი პუნქტი და აღნიშნეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქმის წამოსაწყებად უნდა გადადგათ.

10.განეწყვეთ ოპტიმისტურად

იყავით ოპტიმისტი და არ ჩამოუშვათ მხრები პირველივე სიძნელის გაჩენისას.

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

წყარო: rogor.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment