გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვანა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია. ჩემი თავი გამოვიჭირე რეალობის მიუღებლობაში, მე ვცხოვრობ ჩემი რწმუნებულებით შექმნილ ილუზიაში, ეს ილუზია კი არის დეფიციტის შეგრძნება, ამის გამო ჩემმა ცნობიერმა არ იცის რომ ის ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს… სინამდვილე კი აწმყოს წამებში იმალება…
რამდენ რამეს უშვებთ გაუცნობიერებლად ჩვენი ცხოვრებიდან გვგონია, რომ არ გვაქვს, არ გვაბადია და პეპლის დასაჭერი ბადით დავდევთ პეპელას და ნუ იტყვით პეპელა ჩვენს ხელშია და ისევ მის სადევნელად გავრბივართ სადღაც, არადა ის ხომ ჩვენს ხელშია, ნამდვილად ჩვენს ხელში, აი ასე ცხვირწინ…..
ეს რეალობა, რომელიც დავიჭირე, ფაქტზე დავიჭირე და მე ეს ვაღიარე, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო, აღიარება იმისა, რომ მე უკვე ვფლობ ამ სანატრელ ოცნებას, რომელსაც აქამდე ყველა ფურცელზე ვწერდი გავაბეზრე ფურცელიც და კალამიც… ალბათ უფალიც…
გულს სიმშვიდე დაეუფლა და სიტკბოება ჩამეღვარა, არადა რამდენი ხანია ეს არსებობს ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ არც კი მიცდია მისი დანახვა… აი ეს შეუძლია აწმყოს საოცრებას დაგანახოს … ნამდვილად დაგანახოს … რომ სამყაროს უყვარხარ და ის გაძლევს ყოველივეს, მაგრამ დეფიციტში ყოფნას მიჩვეულნი ამ ყველაფერს მიღმა უშვებ, შენი გულის მიღმა… რომელიც წარსულში გადაადგილდება, შენ კი რჩები შენი შექმნილი დეფიციტის ილუზიაში…
არადა ეს რეალობა, წამის დაჭერა რა სასიამოვნოა, ვიჭერთ ჩვენს თავს თუ სად ვატყუებთ საკუთარ თავს. აწყმოთი ტკბობაში დიდი საიდუმლო ინახება, გასაღები ბედნიერებისა, დაუფასებელი აწმყოს წამებს წარსული მოგვტაცებს, აწმყო რომელსაც ადგილი არ აქვს წარსულზე წუწუნისა და მომავლის ოქროს კოშკების აგების ფიქრების გამო… ისინი შთანთქავენ აწმყოს დიდებულებას…
დონარი სამადაშვილი