fbpx

ექსპერიმენტი, რომელშიც 600 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა

ავტორი ჟოლო
374 ნახვა

მარმელადის ტესტი:
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, დოქტორ უოლტერ მიშელმა ჩაატარა ფსიქოლოგიური კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ცოდნა იმისა [ან არ ცოდნა], უარი თქვა მომენტალურ სარგებელზე და დაელოდო უფრო დიდ ჯილდოს, განსაზღვრავს ადამიანის ბედს.

ექსპერიმენტში, 600 ბავშმა მიიღო მონაწილოება, რომელთა ასაკიც 4 დან 6 წლამდე მერყეობდა. თითოეულ ბავშვს შესთავაზეს ერთი ზეფირის ნაჭერი და დაპირდნენ მეორე ზეფირის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი 15 წუთით მოითმენდნენ და არ შეჭამდნენ მათ მფლობელობაში მყოფ ზეფირს. ანუ ბავშვი, გემრიელი ზეფირით, 15 წუთით მარტო რჩებოდა ოთახში, უბრალოდ მის რეაქციებს ფსიქოლოგები კამერებით აკვირდებოდნენ.

ეს კვლევა წლების მანძილზე გრძელდებოდა. მკვლლევარებმა დაიწყეს ამ ბავშვებზე და მათ მომავალზე დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს 15 წუთი და არ შეჭამეს ზეფირი, გაცილებით უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, უკეთ ამყარებდნენ ურთიერთობებს და უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესებს. საერთო ჯამში, ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს, ბევრად უფრო წარმატებულები და მდიდრები არიან დღეს, ვიდრე ისინი, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ექსპერიმენტატორის მოსვლამდე შეჭამეს ზეფირი.

როგორც აღმოჩნდა, ჯილდოს მომავლისთვის გადადების შესაძლებლობა, ჩვენი ხასიათის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პირდაპირ კავშირშია მომავალ მიღწევებთან და წარმატებებთან. ხშირად ჩვენ მყისიერი ჯილდოს დაკრულზე ვიწყებთ ცეკვას და არ ველოდებით იმას, რაც გვსურს სინამდვილეში.

წყარო: Business Inteleqtika

მსგავსი სტატიები

Leave a Comment