fbpx

ტანგო- “ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას”

ავტორი ნინო გონგაძე
340 ნახვა

ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას!
ურთიერთოებების პირველი ნახევარი განსაკუთრებით, მაგონებს ტანგოს.

წყვილში ცეკვა… სადაც მთელი ყურადღება მიმართულია ქალისკენ – ის მომნუსხველად ლამაზია, წარმტაცია…

თავნებაა ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში წამყვანი – მამაკაცია.

მოქნილია, მას კაცური მკლავები აკავებს და არ აძლევს მის სივრცეში დაცემის უფლებას.

მამაკაცი ხელით შემოფარგლავს ქალის სამოძრაო საზღვარს. აქ კი ქალი თავს ავლენს როგორც უნდა, როგორც მოსწონს.

დიახაც, ამ საზღრებში ქალი –
ხან ბობოქრობს,
ხან მორჩილად მიყვება,
ხან ვნებას ცეცხლად ააგიზგიზებს,
ხან მშვიდად მზრუნველია…

მამაკაცი?
მამაკაცი ირჩევს მიმართულებას, ქალი კი აჰყვება რიტმში…

მთავარი?

მთავარია უსიტყვო წვდომა ერთმანეთის სულში, ერთმანეთის გულის ყურის გდება, სრული უპირობო ნდობა, ერთ არსად ქცევა, ფაქიზი მზერით პარტნიორის ხასიათის გამოცნობა…

ჰარმონია – რომელიც ახარებს სულს, გულს, გონებას, გარემოს და სრულიად სამყაროს!

ჰარმონიული თანაცხოვრება თქვენ, მეგობრებო!
ისწავლეთ და იცეკვეთ ტანგო…

სიყვარულით თამარ კვარაცხელია

წყარო: “პიროვნული ზრდის სამყარო”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment