fbpx

როგორ გავიუმჯობესოთ განწყობა…

ავტორი Ann
964 ნახვა

დღის ბედნიერი დასაწყისი უმეტეს შემთხვევაში ასეთივე გაგრძელების წინაპირობაა ხოლმე, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ხასიათი დილიდან გიფუჭდებათ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გამოუძინებლობა, ცუდი სიზმარი, მოღრუბლული დღე ამ რაიმე სხვა.

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, რომ მთელი დღე ცუდი განწყობით არ გავატაროთ?

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას:

დააფასე რაც გაქვს – უბრალოდ დაჯექი და დაფიქრდი, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, არ გქონოდა გემრიელი საკვები, თბილი ლოგინი, არ გყოლოდა საყვარელი ადამიანები, და ა.შ. მოიგონე ყველაფერი რაც გაქვს  და გაბედნიერებს, თუნდაც ეს სხვებისთვის სასაცილოდ ჟღერდეს.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა – გსურს გააკეთო რაღაც სისულელე? გააკეთე! შესაძლოა კონკრეტულ მომენტში მიხვდე, რომ გსურს ჩაუჯდე და წერილებს უპასუხო, ან ვინმეს მისწერო, შექმნა რაიმე ახალი, დაწერო, წაიკითხო ან არაფერიც არ აკეთო და მხოლოდ იფიქრო და იოცნებო.

უთხარი ვინმეს გულწრფელი კომპლიმენტი და გააბედნიერე – დაფიქრდი და გაიხსენე ადამიანი, რომლისთვისაც გსურს სასიამოვნო კომპლიმენტის თქმა. თუ ის შენს გვერდით არაა დაურეკე ან მისწერე, ეს მას ძალიან გააბედნიერებს, მისი ბედნიერება კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს და განწყობას აგიმაღლებს.

და ყველაზე მთავარი – გ ა ი ღ ი მ ე თ, ჰო უბრალოდ გაიღიმეთ და 5 წუთის განმავლობაში სახეზე დაიტოვეთ ეს ღიმილი. ეს ჯადოსნური 5 წუთი იქნება. რადგან ტვინი ვერ ანსხვავებს თქვენ ბუნებრივად იღიმით თუ განწყობის ასამაღლებლად ხელოვნურად იწვევთ ღიმილს 🙂 დადებითი იმპულსები მთელ ორგანიზმს გადაეცემა და ბევრად უფრო ლაღები ვხდებით.

ჰოდა, დღის ბოლომდე ამ სავარჯიშოს ბევრჯერ მიუბრუნდით 🙂 გაამრავლეთ ეს ჯადოსნური 5 წუთი და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.

დადებითი ენერგია ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეგახედებთ და ბედნიერებით და სიკეთით აგავსებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment