fbpx

“თუ გული უბრალო და ნათელია ” – ნეინეი

ავტორი დეა თავბერიძე
2,751 ნახვა

ნეინეი 1

მსუბუქად მიიღე დიდებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც
ეს წუთისოფელია …
უბრალოდ იცხოვრე, – უ ბ რ ა ლ ო დ
და
მიჰყევი გზას …

გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ დ ი
დაგავე გული
მზის სხივებით

თუ გული უბრალო და ნათელია
აურზაურსაც სიმშვიდედ აქცევს …
ჰპოვე სიმშვიდე და
ისიამოვნე ცხოვრებით, რომელიც მოგეცა….

ნეინეი 2

ყოველ სიტყვას თანდაყოლილი ენერგია აქვს.

ენერგია, რომელსაც მასში წარმოთქმამდე ვდებთ.

ამიტომ გაჟღინთე სიტყვები

დადებითი ენერგიით.

გაწმინდე გული

სიტყვის წარმოთქმამდე,

რომ

ლოცვა და მადლი იყოს შენი სიტყვა

რომ მკურნალად იქცეს შენი ბგერა

რომ სიყვარულად მოეფინოს სამყაროს შენი ხმოვანება.

ნეინეი …

სიყვარულის გამავრცელებელი

«ხსნა? – შენშია!» – ნეინეი 3

მსგავსი სტატიები

Leave a Comment